უიღბლობას საზღვარი არ აქვს - ტოჩინოშინმა ნეკნი მოიტეხა და ბაშოს ემშვიდობება
Aa
Aa

უიღბლობას საზღვარი არ აქვს - ტოჩინოშინმა ნეკნი მოიტეხა და ბაშოს ემშვიდობება

ძალიან სამწუხარო ამბავი... ლევან გორგაძემ „კიუშუ ბაშოს“ მე-4 დღეს ტაკარაფუჯის დამარცხების შემდეგ ნეკნი მოიტეხა და ტურნირს ემშვიდობება.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ტოჩინოშინი ოძეკის წოდების დაცვას კი არა სეკივაკეს რანგსაც ვერ შეინარჩუნებს და მაეგაშირას დონემდე დაეცემა. ლევანს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.

"ტოჩიმ" ტაკარაფუჯის რამდენიმე წამიანი ჩაჭიდების შემდეგ კუბიჰინერის ილეთით სძლია.

 

ეს ილეთი სუმოში დიდი იშვიათობა გახლავთ. ბოლოს კუბიჰინერი 2010 წლის ნაგოია ბაშოზე ტამავაშიმ გამოიყენა, რომელმაც კიმურაიამა დაამარცხა.

ამრიგად, ქართველ რიკიშის დღევანდელი გამარჯვება ძალიან მძიმედ დაუჯდა...

ცხელი ამბები