2010 წლის შემდეგ პირველად - ტოჩინოშინის უიშვიათესი ილეთი
Aa
Aa

2010 წლის შემდეგ პირველად - ტოჩინოშინის უიშვიათესი ილეთი

„კიუშუ ბაშოს“ მეოთხე დღეს ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლა ორივე მათგანმა მარცხენა მავაშის აღებით დაიწყო. რამდენიმე წამიანი ჩაჭიდების შემდეგ კი ტოჩინოშინმა მეტოქეს კუბიჰინერის ილეთით სძლია.

 

ეს ილეთი სუმოში დიდი იშვიათობა გახლავთ. ბოლოს კუბიჰინერი 2010 წლის ნაგოია ბაშოზე ტამავაშიმ გამოიყენა, რომელმაც კიმურაიამა დაამარცხა.

ერთ-ერთი საიტის მიხედვით, რომელიც სუმოს ორთაბრძოლების შესახებ ინფორმაციას ინახავს, 2019 წლის „აკი ბაშოს“ ჩათვლით ეს ილეთი მხოლოდ 100-ჯერ გამოიყენეს.

ბევრი არაფერი მახსოვს. უბრალოდ ასე მოხდა“ - განაცხადა ორთაბრძოლის შემდეგ ქართველმა გოლიათმა, რომელიც წლის დასკვნით სუპერტურნირზე პროგრამა მაქსიმუმის შესასრულებლად იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს 10 ბრძოლის მოგება აუცილებლად სჭირდება, რათა ოძეკის წოდება დაიბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე ძალიან რთული იქნება.

ცხელი ამბები