ფაუსტინო ასპრილიამ დაქირავებული მკვლელი დაარწმუნა, რომ ჩილავერტი არ მოეკლა
Aa
Aa

ფაუსტინო ასპრილიამ დაქირავებული მკვლელი დაარწმუნა, რომ ჩილავერტი არ მოეკლა

კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ფაუსტინო ასპრილიამ TelePacifico-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მან დაქირავებული მკვლელი დაარწმუნა ხოსე ლუის ჩილავერტი არ მოეკლა. 

ასპრილიას თქმით ინციდენტს ადგილი 1997 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ ჰქონდა. ხსენებულ შეხვედრაში, რომელიც პარაგვაიმ 2-1 მოიგო ასპრილია და ჩილავერტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მსაჯმა ორივე მათგანს წითელი ბარათი უჩვენა. 

ფაუსტინოს მიხედვით დაქირავებულმა მკვლელმა, რომელიც 2004 წელს ორმხრივ სროლას ემსხვერპლა, სასტუმრო ოთახში სწორედ ამ მატჩის შემდეგ დაურეკა და მისგან ხოსე ლუის ჩილავერტის მოკვლის ნებართვა ითხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.

„რაა? გაგიჟდი? შენ კოლუმბიურ ფეხბურთს გაანადგურებ. ამის გაკეთება არ შეიძლება. არა, არა, არა, არა. ყველაფერი, რაც მოედანზე ხდება, მოედანზე რჩება“ - დაქირავებულ მკვლელს ასპრილიამ ასე უპასუხა.

ფაუსტინო ასპრილია 1990-იანი წლების კოლუმბიური ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახლდათ. კოლუმბიური ფეხბურთის, რომელიც მაშინ ნარკოტიკებთან, ნარკობარონებთან და ძალადობასთან ასოცირდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები