ლამპარდის დისციპლინა - როგორ აკონტროლებს „სუპერ ფრენკი“ „ჩელსის“ ფეხბურთელებს?
Aa
Aa

ლამპარდის დისციპლინა - როგორ აკონტროლებს „სუპერ ფრენკი“ „ჩელსის“ ფეხბურთელებს?

ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს და „ლურჯების“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს თავის გუნდში მკაცრი დისციპლინა აქვს დამყარებული. ინგლისელი სპეციალისტი შეცდომებს არავის პატიობს.

„ჩელსის“ სავარჯიშო ბაზის კედლებზე გამოკრულია ჯარიმების ნუსხა, რომლებიც ფეხბურთელებს წესების დარღვევისთვის დაეკისრებათ.

ყველაზე მძიმე დანაშაული ვარჯიშზე დაგვიანება გახლავთ, რომელიც 20000 ფუნტით ისჯება. მათ კი, ვინც გუნდის შეკრებებზე დროულად არ გამოცხადდებიან თითოეული დაგვიანებული წუთის სანაცვლოდ 500 ფუნტის გადახდა მოუწევთ. სამედიცინო შემოწმებებზე და მატჩის დღეს ავტობუსზე დაგვიანება 2500 ფუნტით ისჯება.

თუ „ჩელსის“ ფეხბურთელების ტელეფონი საკვების მიღებისას ან გუნდის შეკრებებისას დარეკავს, ისინი იძულებულები იქნებიან საკუთარი ჯიბიდან 1000 ფუნტი გაიღონ.

ტრავმის ან ავადმყოფობის ერთდღიან შვებულებამდე ან ვარჯიშამდე საათ-ნახევრით ადრე შეუტყობინებლობა 10000 ფუნტით ისჯება.

ფეხბურთელებმა ჯარიმები 14 დღეში უნდა დაფარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახდელი თანხა გაორმაგდება. ჯარიმების დროულად გადახდას ლამპარდის სამწვრთნელო შტაბი აკონტროლებს და მიღებული თანხა ქველმოქმედებისთვის და გუნდური აქტივობებისთვის იხარჯება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები