Aa
Aa

რაკიტიჩი: "მათ ბურთი წამართვეს და დამწუხრებული ვარ"

კატალონიის „ბარსელონას“ ხორვატმა ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა გუნდში შექმნილი სიტუაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. 31 წლის ფეხბურთელი წუხს იმის გამო, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სათამაშო დრო აღარ ეძლევა.

რაკიტიჩი თავის პრობლემებს Movistar+ -სთვის მიცემულ ინტერვიუში შეეხო და კითხვას როგორი დამოკიდებულება აქვს შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებით, ასე უპასუხა: „როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მსიამოვნებდეს? როგორ ხასიათზე დადგება ჩემი პატარა ქალიშვილი მას სათამაშო რომ წავართვა? რა თქმა უნდა გული დაწყდება. ჩემ შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა. მათ ბურთი წამართვეს და დამწუხრებული ვარ“.

„მწვრთნელისა და კლუბის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბარსელონასთვის ბევრი რამ გავაკეთე და ფორმის პიკს სწორედ ამ კლუბში მივაღწიე. მე უბრალოდ მინდა მოედანზე გავიდე და ფეხბურთის თამაშით ვისიამოვნო. 31 წლის ვარ და არა 38-ის. ვთვლი, რომ ფორმის პიკში ვიმყოფები“.

შეგახსენებთ, რომ ესპანური და იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ რაკიტიჩი „კამპ ნოუს“ ზამთარში დატოვებს. ხორვატი ფეხბურთელის შეძენით „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „მილანი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები