კენარდსის რალის ეტაპი ავსტრალიაში გაუქმდა
Aa
Aa

კენარდსის რალის ეტაპი ავსტრალიაში გაუქმდა

ორგანიზატორებმა შტატის თვითმმართველობასთან, FIA-სთან და სასწრაფო დახმარების სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ, რალი გაუქმებულად სამშაბათს შუადღეს გამოაცხადეს.

ახალ სამხრეთ უელსში, სამაშველო სამსახურების განცხადებით, ხანძარი მძვინვარებს. მდგომარეობა „კატასროფულადაა“  შეფასებული.

ღონისძიების თავმჯდომარე ენდრიუ პაპადოპულოსის თქმით, გაუქმება ერთადერთი გამოსავალი იყო, რადგან საფრთხის ქვეშ 1000 ადამიანის სიცოცხლე იდგა, რომლებიც ამ ღონისძიებაში სხვადასხვაგვარად იყო ჩართული.

„მდგომარეობის გათვალისწინებით და ყველას, როგორც რალის მონაწილეების, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, რალის ჩატარება მიზანშეწონილი არაა“. - თქვა მან.

„ჩვენ ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები და თავშესაფარი დაკარგა და რალის წარმომადგენლებს თანადგომისა და გაგებისთვის მადლობას ვუხდით“.

ორგანიზატორებმა ახალი ცხრილი მოამზადეს, სადაც მარშუტი 90 კილომეტრამდეა შემცირებული და ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი. მოიცავს ახალი სამხრეთ უელსის „კოფს ჰარბორის“ ულამაზეს სანაპიროს და გულშემატკივრების საყვრელ „რალი“ ტრასას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეტაპი ჩემპიონატის ბოლო რალია და სიდნეის „დარლინგ ჰარბორში“ გალა საღამოთი უნდა დასრულებილიყო, რომელიც, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინები, ასევე გაუქმნდა.

ცხელი ამბები