შუმახერის ყოფილი მენეჯერი:
Aa
Aa

შუმახერის ყოფილი მენეჯერი: "მიხაელის მეუღლე სიმართლეს მალავს"

მიხაელ შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა, ლეგენდარული გერმანელი პილოტის შესახებ სენსაციური განცხადება გააკეთა. ვილი ვებერის თქმით შუმახერის მეუღლე, კორინა მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სიმართლეს მალავს.

2013 წელს შუმახერმა თავის ტვინი დაიზიანა და მას შემდეგ მკურნალობს. თუმცა 77 წლის ვილი ვებერი, რომელსაც გერმანელის ოჯახმა მიხაელის ნახვა აუკრძალა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი არც ისეა, როგორც გარედან ჩანს და თვლის, რომ კორინას სიმართლის გამჟღავნების ეშინია.

77 წლის ვებერმა შუმახერის შესახებ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა და განაცხადა: „ვიცი, რომ მიხაელმა სერიოზული დაზიანება მიიღო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს მკურნალობა როგორ მიდის. მინდა გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მას ხელი ჩამოვართვა, მაგრამ სამწუხაროდ კორინა ამის საშუალებას არ მაძლევს. მას ეშინია, რომ მიხაელის დანახვისთანავე მივხვდები საქმე რაშიცაა და სიმართლეს გავასაჯაროვებ“.

„მჯერა, რომ შუმახერი გამოჯანმრთელდება, რადგან ის ნამდვილი მებრძოლია. თუ რაღაც შანსი არსებობს, მიხაელი მას აუცილებლად გამოიყენებს. მისთვის ვლოცულობ და დარწმუნებული ვარ მას კიდევ ერთხელ ვნახავ“.

ცხელი ამბები