პეტკოვიჩის საკადრო პრობლემები: ლიდერებს დებიუტანტები შეცვლიან
Aa
Aa

პეტკოვიჩის საკადრო პრობლემები: ლიდერებს დებიუტანტები შეცვლიან

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. შვეიცარიული მედიის ცნობით ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს ბერგამოს ''ატალანტას'' საყრდენი ნახევარმცველი რემო ფროილერი და ლისაბონის ''ბენფიკას'' თავდამსხმელი ჰარის სეფეროვიჩი ვერ დაეხმარებიან.

პეტკოვიჩმა ფროილერის არყოფნაში ეროვნულ გუნდში ''იანგ ბოიზის'' 22 წლის ნახევარმცველი მიხელ აებიშერი მიიწვია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშია და მხოლოდ ასაკობრივ გუნდებში თამაშის გამოცდილება აქვს.

მათ გარდა შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს ემბოლო, მეჰმედი, გავრანოვიჩი, კლოზე, ცუბერი და შაქირი ვერ დაეხმარებიან. ასევე ტრავმირებულია ''ნორვიჩის'' ფორვარდი იოსიპ დრმიჩი, მის ნაცვლად პეტკოვიჩმა სედრიკ იტენი გამოიძახა, რომელიც ''სენტ. გალენში'' თამაშობს და ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია. ზემოთხსენებული მიხელ აებიშერის მსგავსად იტენსაც შვეიცარიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ქალაქ სენტ. გალენში შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო ორი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მყოფმა 13-მა ფეხბურთელმა გერმანიის ქალაქ ბუდ ვურისოფენში ივარჯიშა, სადაც ქართველი ფეხბურთელები კიდევ 3 დღე დარჩებიან.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველო ''დინამო არენაზე'' შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი) 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

ფოტო: tio.ch, football.ch, gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები