შარიქაძის უიღბლობა გრძელდება:მძიმე ტრავმა და ექვსთვიანი რეაბილიტაცია
Aa
Aa

შარიქაძის უიღბლობა გრძელდება:მძიმე ტრავმა და ექვსთვიანი რეაბილიტაცია

ქართველი მორაგბის, მერაბ შარიქაძის კარიერაში უიღბლო პერიოდი გრძელდება. ფრანგული მედიის ცნობით 26 წლის ცენტრი მძიმე ტრავმის გამო 4-დან 6 თვემდე ვერ ითამაშებს.

Lamontagne.fr-ს ცნობით ''ბორჯღალოსანთა'' კაპიტნისთვის სეზონი დასრულდა, რაგბის მსოფლიო თასიდან შარიქაძე კლუბში ტრავმირებული დაბრუნდა, მას მუხლის ჯვარედინი იოგი გაწყვეტილი აქვს, სარეაბილიტაციო კურსი მინიმუმ ოთხ და მაქსიმუმ ექვს თვეში დასრულდება.

შეგახსენებთ, 2014 წლიდან შარიქაძე ფრანგული ''ორიაკის'' წევრია. ''ორიაკში გადასვლამდე ქართველი მორაგბე 2013-14 წლებში ასევე ფრანგულ ''ბრესანში'' გამოდიოდა.

შარიქაძე 2012 წლიდან ''ბორჯღალოსანთა'' ღირსებას იცავს. მან საქართველოს ეროვნულ გუნდში 62 მატჩი ჩაატარა.

ფოტო: Reuters

ცხელი ამბები