პირველი გამარჯვება
Aa
Aa

პირველი გამარჯვება "კიუშუ ბაშოზე" - ტოჩინოშინმა უხერხული მეტოქე დაამარცხა

ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით ტურნირ "კიუშუ ბაშოზე" ლევან გორგაძე გამოსვლას აგრძელებს. ქართველი სეკივაკე გათამაშების მე-3 დღეს კომუსუბი ენდოს დაუპირისპირდა. 

"ტოჩი" ენდოს დღევანდელამდე 11-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება 5 შემთხვევაში შეძლო. ლევანმა ეს ბაშო 2 წაგებით გახსნა, ენდომ კი 1 გამარჯვება იზეიმა.

ორთაბრძოლა თანაბრად დაიწყო და ორივე სუმოისტი უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა. საბოლოოდ, ლევანმა ერთ მომენტში იძალა და მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით მოუგო.

 

შედეგად, გორგაძემ მიმდინარე გათამაშებაზე პირველი გამარჯვება მიითვალა და ბალანსი 1:2-ზე გაუხდა. თუკი იგი 10 ორთაბრძოლას მოიგებს, ოძეკის წოდებას დაიბრუნებს.

"კიუშუ ბაშოს" მე-4 დღეს, ქართველი რიკიში მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეერკინება, რომელმაც საწყისი 3-დან 1 ორთაბრძოლა მოიგო. ლევანი მას ურთიერთშეხვედრებში 9:7-ზე ამარცხებს.

ცხელი ამბები