Aa
Aa

"ეიბარის" თავკაცმა მატჩისას "რეალის" ფეხბურთელებს მიმართა: "ცოტა მოუკელით თქვე ნაბი***ებო"

„ეიბარისა“ და „რეალის“ მატჩში Movistar-ის კამერებმა საკმაოდ საინტერესო მომენტი დააფიქსირეს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროვეს.

Movistar-ის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ “ეიბარის“ თავკაცი, ხოსე ლუის მენდილიბარი „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელს, ლუკას ვასკესს ხუმრობით მიმართავს და ასეთი რამეს ეუბნება: „ცოტა მოუკელით თქვე ნაბიჭვრებო“.

ესპანელი შემტევი „ეიბარის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს იუმორით შეხვდა და სიტუაცია არ გაუმწვავებია. თუმცა „სამეფო კლუბმა“ მენდილიბარის "თხოვნა" არ გაითვალისწინა და მასპინძელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო.

შეგახსენებთ, რომ „ეიბართან“ მატჩში თავი ბენზემამ, ვალვერდემ და სერხიო რამოსმა გამოიჩინეს. „იპურუაზე“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი „რეალმა“ 25 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ გაუთანაბრდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები