საქართველოს მესამე ლიგაში მეკარემ დუბლი შეასრულა
Aa
Aa

საქართველოს მესამე ლიგაში მეკარემ დუბლი შეასრულა

საქართველოს რანგით მესამე ლიგაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. 33-ე ტურში ''არაგვისა'' და მარტვილის ''მერანის'' დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი ''არაგვის'' მეკარემ, მიხეილ მუჯრიშვილმა გაიტანა. 35 წლის მეკარემ გოლები პენალტის ნიშნულიდან შეაგდო, მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა, 56-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

33 ტურის შემდეგ მარტვილის ''მერანი'' 76 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. ''სამგურალი'' და ''არაგვი'' შესაბამისად მეორე-მესამე ადგილებს იკავებენ, ეს გუნდები ფლეი-ოფის გზით ეცდებიან რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლების მოპოვებას.

ფოტო/ვიდეო: ''სამტრედიის'' პრესსამსახური, ''არაგვის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები