Aa
Aa

მორიგი ინციდენტი გომესსა და სტერლინგს შორის - რაჰიმი მონტენეგროსთან იუქმებს

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. Daily Mail-ის ცნობით ინგლისის ნაკრების ბაზაზე, „სენტ ჯორჯის პარკზე“ სტერლინგსა და ჯო გომესს კონფლიქტი მოუვიდათ. როგორც მოგეხსენებათ ყველაფერი „ლივერპულისა“ და „სიტის“ შეხვედრაში დაიწყო, რომლის მიმდინარეობისას ხსენებულ ფეხბურთელებს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდათ. ბაზაზე მომხდარი ინციდენტი კი კვირას წარმოქმნილი დაპირისპირების გაგრძელება გახლდათ.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით სტერლინგი სასადილო ოთახში იჯდა, როცა ხელის ჩამოსართმევად მასთან გომესი მივიდა. ამ დროს კი რაჰიმმა სცადა მას ყელში სწვდომოდა. იქვე მყოფ თანაგუნდელებს თავდაპირველად ყველაფერი ხუმრობა ეგონათ, მაგრამ მალევე გაანალიზეს, რომ საქმე სერიოზულად იყო და სიტუაცია განმუხტეს.

Daily Mail იტყობინება, რომ „მანჩესტერ სიტის“ სუპერვარსკვლავმა გომესსა და თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა, მაგრამ სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება, რომ სტერლინგი მონტენეგროსთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა გუნდთან ერთად დარჩება და შესაძლოა კოსოვოსთან ითამაშოს.

მოგვიანებით ინციდენტს სტერლინგი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა. რაჰიმმა ყველაფერი ემოციებს დააბრალა და განაცხადა, რომ მასსა და გომესს შორის არსებული პრობლემა მოგვარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები