Aa
Aa

უეფა-ს მწრთნელთა შეხვედრაზე VAR-ი განიხილეს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანოს წარმომადგენლები მწვრთნელებს შეხვდნენ.

როგორც მედიასთან „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ განაცხადა, შეხვედრის მიმდინარეობისას უპირველესი თემა ვიდეო ასისტენტ რეფერი გახლდათ, რომელსაც მრავალი კრიტიკოსი ჰყავს.

მეორე მხრივ, „ლიონის“ დამრიგებელმა, რუდი გარსიამ VAR-ი დაიცვა, თუმცა აღნიშნა, რომ სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს და ამაზე აქტიურად უნდა იმუშაონ.

რაც შეეხება უეფა-ს პოზიციას, ორგანოს საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯორჯო მარკეტიმ დასძინა, რომ VAR-თან დაკავშირებულ ხარვეზებზე უწყვეტი მუშაობა მიმდინარეობს, რათა სისტემა ფეხბურთში მაქსიმალურად ეფექტურად იყოს გამოყენებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები