Aa
Aa

"კიუშუ ბაშო": ტოჩინოშინმა მეორე ბრძოლაც წააგო

ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით ტურნირზე „აკი ბაშოზე“ მეორე დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-2 მაეგაშირა მიოგირიუ იყო, რომელთანაც ჰიკიოტოშის ილეთით დამარცხდა.

ბრძოლა ტოჩინოშინმა თითქოს კარგად დაიწყო, მარცხენა ჩავლებაც აიღო და მეტოქე დოჰიოს კიდემდეც მიიყვანა, თუმცა მიოგირიუ მას გამოეცალა და ლევანმაც წონასწორობა დაკარგა.

 

ლევან გორგაძეს დღევანდელ ბრძოლამდე იაპონელ სეკიტორთან 22 ბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან 12 ქართველის სასარგებლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 ბრძოოლა მიოგირიუს ჰქონდა მოგებული.

გორგაძე ბაშოს მე-3 დღეს მისთვის საკმაოდ უხერხულ მეტოქეს შოტა ენდოს დაუპირისპირდება.

ენდოს წინააღმდეგ ლევანმა 11 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 6 დათმო და 5 მოიგო. 2019 წელს ისინი ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 3-ჯერ ენდომ აჯობა, ერთი გამარჯვება რომელიც ქართველმა მოიპოვა წინა ტურნირზე „აკი ბაშოზე“ შედგა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს „კიუშუ ბაშოზე“ ოძეკის წოდების დასაბრუნებლად 10 ორთაბრძლის მოგება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ლევან გორგაძეს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.

ცხელი ამბები