Aa
Aa

მოურინიო "ლივერპულისა" და "სიტის" მატჩს გამოეხმაურა

„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მატჩი მერსისაიდელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა საფეხბურთო სამყაროს ნაწილი VAR-ის შეცდომებზე და არდანიშნულ თერთმეტმეტრიანზე აქცენტირებდა.

პრემიერ ლიგის ლიდერთა ჯახს ჟოზე მოურინიოც გამოეხმაურა, რომელიც Sky Sports-ზე ექსპერტის რანგში გახლდათ მიწვეული.

„ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ერთ შეხვედრაში ასეთ დარღვევებზე პენალტი ინიშნება, მეორეში კი - არა. ჩემი აზრით პრობლემა სწორედ ეს გახლავთ“.

„სიტი ზედმეტად კარგი გუნდია იმისთვის, რომ ერთი კვირის განმავლობაში ამ ინციდენტზე იწუწუნოს. ისინი განვლილ შეხვედრაზე უნდა ფოკუსირდნენ და გაანალიზონ თუ რა ასპექტებში აქვთ მოსამატებელი“.

„ლივერპულის წინააღმდეგ გამართულ ყველა მატჩში მყავდა გუნდი, რომელიც ლივერპულის დონეზე არ იყო. ყოველთვის ვნერვიულობდი მანძილზე, რომელიც ჩემს უკანახაზელებსა და ნახევარმცველებს შორის რჩებოდა. ლივერპულის სათამაშო სტილის მქონე გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობისას აუცილებელია ჰავბეკები და მცველები ერთმანეთთან შედარებით უფრო ახლოს იყვნენ“.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები