ნოა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს
Aa
Aa

ნოა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჟოაკიმ ნოას გარეშე მოუწევს. “ჩიკაგო ბულზისცენტრი ტელეფონით საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორ პატრიკ ბისლის ესაუბრა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

ნოამ ჯერ კიდევ მარტში გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში ეროვნული ნაკრები მის პრიორიტეტებში არ იყო, მიზეზად კი გადატვირთულობა დაასახელა. ჟოაკიმმა გასული წლის მაისში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ბოლო პერიოდში ნბა-ში სრული დატვირთვით თამაშსაც ვერ ახერხებდა.

 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია. A ჯგუფში, რომელსაც მონპელიე მიიღებს, ფრანგი კალათბურთელების მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფინეთი, პოლონეთი, ისრაელი და რუსეთი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები