Aa
Aa

"ლივერპული" 3:1 "სიტი" - კლოპმა პეპს აჯობა, თუმცა იყო მსაჯის შეცდომები... (ვიდეო)

პრემიელრიგის მე-12 ტურში სეზონის ცენტრალური მატჩი შედგა - „ლივერპულმა“ „სიტის“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა და შეგვიძლია ვთქვათ მსაჯის შეცდომამ შეხვედრას დაღი დაასვა.

ანგარიში მე-6 წუთზე ფაბინიოს დიდებული დარტყმის შემდეგ გაიხსნა, თუმცა იმავე შეტევის წინ, რამდენიმე წამით ადრე „სიტის“ შეტევისას ალექსანდრ-არნოლდს ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა , თუმცა მომენტის ვიდეო რეფერიზე გადამოწმების შემდეგ, „ლივერპული“ უკვე 1:0-ს იგებდა.

ამრიგად, მსაჯმა გადაწყვეტილება მასპინძლების სასარგებლოდ მიიღო და კლოპის გუნდი დაწინაურდა. ამის შემდეგ „მერსისაიდელებმა“ „ქალქელები“ ყველა სათამაშო აპსექტში დაჯაბნეს და ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ბურთის ავტორი მო სალაჰი გახდა.

მეორე ტაიმი კვლავ კლოპის გუნდის აგრესიული იერიშებით დაიწყო. ჯორდან ჰენდერსონის ჩაწოდების შემდეგ, უოკერს ჩამოეძინა რითიც მანემ ისარგებლა და თავურით ანგარიში 3:0 გახადა.

„სიტიმ“ რაც მოახერხა იყო ის, რომ ბერნარდო სილვამ 78-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა.

პეპის გუნდს მომენტი ამის შემდეგაც ჰქონდა, მაგრამ სტერლინგის პასი არაზუსტი გამოდგა. იყო მორიგი ხელით თამაში, მაგრამ როგორც ჩანს მთავარი არბიტრი ამ მატჩში თერთმეტმეტრიანის დანიშვნას არ აპირებდა.

უდაოა, რომ ამ მატჩში „ლივერპულმა“ მეტოქე დაჯაბნა და ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ის ვერ იმარჯვებს ვინც უკეთ თამაშობს. დღეს „სიტი“ მინიმუმ 1 პენალტს მაინც იმსახურებდა.

შეხვედრის შემდეგ, გვარდილამ მსაჯებს მადლობა ირონიულად გადაუხადა. „ლივერპულმა“ „სიტის“ 9 ქულით გაასწრო და 30 წლის შემდეგ სანუკვარ ტიტულს უახლოვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები