დიდი დანაკლისის ფონზე
Aa
Aa

დიდი დანაკლისის ფონზე "მანჩესტერმა" "ბრაიტონი" დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-12 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. „მანკუნიანელებმა“ მსგავს მატჩებში ბოლო დროს ბევრი ქულა დაკარგეს და ოთხეულს ძალიან ჩამორჩნენ.

შეხვედრაში გოლები პერეირამ და რაშფორდმა გაიტანეს, ერთიც პროპერმა საკუთარ კარში შეაგდო. სტუმართა მხრიდან თავი ლევის დანკმა გამოიჩინა.

„წითელი ეშმაკები“ კვლავ დიდი დანაკლისით თამაშობენ. გუნდს პოგბა, მატიჩი, იანგი, ბაილი, დალოტი და შოუ აკლდა.

„იუნაიტედი“ ამ გამარჯვების შემდეგ 16 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები