Aa
Aa

თოკომ იფრინა! 29 ქულა და საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთი!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ „ობრადოიროს“ ესტუმრა და 92:79 გაიმარჯვა.

მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა ვიტორიელთა ქართველმა კაპიტანმა, რომელიც პარკეტზე უბრალოდ ბრწყინავდა. თოკომ 33:46 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

29 ქულა შენგელიასთვის ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. მას დღემდე ყველაზე მეტი 28 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

მატჩის საუკეთესო მომენტი პირველი მეოთხედის ბოლო წამებზე იყო, როდესაც ქართველმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან ისროლა და ფარში ზუსტად მოათავსა!

შენგელია შესაძლოა ტურის MVP-იც გახდეს, რაც გასაკვირი სულაც არ იქნება. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები