მნიშვნელოვანი მატჩების წინ -
Aa
Aa

მნიშვნელოვანი მატჩების წინ - "ბარსას" ალბას შემდეგ სემედუც გამოაკლდა

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მე-13 ტურში „სელტას“ უმასპინძლა და მესის გენიალური თამაშის შედეგად 4:1 დაამარცხა.

კატალონიელებმა 3 ქულა მოიპოვეს და თან ლუის სუარესიც დაუბრუნდათ, თუმცა იყო ნეგატივიც - ნელსონ სემედუმ ტრავმა მიიღო და ხორდი ალბასთან ერთად ლაზარეთს შეუერთდა.

ვალვერდეს ძირითადის ორივე განაპირა მცველი დაშავებული ჰყავს. სემედუ 5 კვირამდე იუქმებს, ალბა კი სავარაუდოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

პორტუგალიელი ფეხბურთელი "ლეგანესთან", "დორტმუნდთან", "ატლეტიკოსთან", "მალიორკასთან", "ინტერთან" და მოსალოდნელია, რომ "სოსიედადთან" გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებს.

სემედუ სავარაუდოდ გუნდს "ელ კლასიკოს" წინ დაუბრუნდება, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის არქონის შემთხვევაში „რეალთან“ მისი ძირითადში თამაში ნაკლებად მოსალოდნელია.

რაც შეეხება ხორდი ალბას, ესპანელი წესით „დორტმუნდთან“ მატჩისთვის მზად უნდა იყოს. შესაძლოა მან „ლეგანესთანაც“ ითამაშოს.

აქვე გეტყვით, რომ 23 ნოემბერს „ლეგანესთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრაში ერნესტო ვალვერდეს სერხი რობერტოც დააკლდება, რომელმაც „სელტასთან“ მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო და 1 მატჩის გამოტოვება მოუწევს. ამრიგად, მომდევნო ტურში მუსა ვაგეს დებიუტი უნდა შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები