ვენგერი გამოირიცხა -
Aa
Aa

ვენგერი გამოირიცხა - "ბაიერნს" სეზონის ბოლომდე ჰანს ფლიკი გაწვრთნის

„ბაიერნისა“ და არსენ ვენგერის საგა დასრულებულია. მიუნხენელებმა ფრანგი სპეციალისტის დანიშვნა გადაიფიქრეს და შანსს ჰანს ფლიკს მისცემენ, რომელმაც „დორტმუნდი“ ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა.

კარლ ჰაინც რუმენიგეს გადაწყვეტილებით ფლიკი გუნდს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, ამის შემდეგ „რეკორდმაისტერის“ ბოსები დასხდებიან და ზაფხულისთვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მიუნხენელები ვენგერს დაუკავშირდებიან და მასთან საბოლოოდ გაისაუბრებენ, რათა ყველაფერი აუხსნან. როგორც ცნობილი იყო მხარეებს მომდევნო კვირაში შეხვედრა უნდა გაემართათ.

როგორც თავად ვენგერმა განაცხადა, „ბაიერნმა“ მას დაურეკა და არა პირიქით.

რაც შეეხება ფლიკს, ის 2006-2014 წლებში გერმანიის ნაკრებში მუშაობდა. ბოლო წლებში ის იოაჰიმ ლიოვის თანაშემწე იყო, 2019 წლიდან კი „ბაიერნშია“.

ფლიკს საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს, ის საუკეთესოებისგან სწავლობდა და საინტერესოა როგორ იმუშავებს „ბაიერნში“. სტარტი ძალიან კარგი ჰქონდა, დაველოდოთ სეზონს, რომელიც მხოლოდ ახლა ხურდება და ძალიან გრძელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები