სახეცვლილი ესპანეთის სუპერ თასი - დიდი ოთხეული და
Aa
Aa

სახეცვლილი ესპანეთის სუპერ თასი - დიდი ოთხეული და "ელ კლასიკოს" მოლოდინი საუდის არაბეთში

ესპანეთის სუპერ თასი 2019-20 წლებიდან სახეცვლილი ფორმატით ჩატარდება. დღეს ტურნირის საბოლოო დეტალები დაზუსტდა.

უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ტურნირს საუდის არაბეთი 8-დან 12 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მატჩები ქალაქ ჯედაში გაიმართება, რომელიც საუდის არაბეთის კომერციულ ცენტრად ითვლება.

კლუბებისთვის ტურნირის ასეთ ფორმატში ჩატარება ფინანსურად ძალიან მომგებიანი იქნება.

შეხვედრებს ქალებიც დაესწრებიან, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ პრობლემას უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია ახლო აღმოსავლეთში ამ მხრივ პრობლემები დღემდეა.

ტურნირში მონაწილეობას „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ვალენსია“ მიიღბენ. ნახევარფინალისტები 8.9 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, ფინალში გასული გუნდები კი 12 მილიონს.

ნახევარფინალების წილისყრა 11 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები