Aa
Aa

ბრწყინვალე შერმადინი - 22 ქულა, 10 მოხსნა, MVP და მორიგი გამარჯვება!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ მე-4 შეხვედრა მოიგო და ცხრილში მე-4 პოზიციას ინარჩუნებს.

„ტენერიფემ“ „ბურგოსს“ დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით სძლია, რაშიც უდიდესი წვლილი ქართველ ცენტრს მიუძღვის.

შერმადინმა პარკეტზე 27:57 წუთი დაჰყო, მისი მონაგარი 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 გადაცემა და 2 დაფარება იყო. ორმაგი დუბლით ქართველი კალათბურთელი შეხვედრის MVP გახდა.

შერმადინის ეფექტური ჩატენვა

 

 

შერმადინმა 14-დან 9 ორქულიანის ჩაგდება შეძლო, 4 საჯარიმოდან ოთხივე გამოიყენა. რაც შეეხება მოხსნებს, 5 საკუთარ ფარზე ჰქონდა, ხოლო 5 მეტოქის.

„ტენერიფე“ მომდევნო ტურში „ბადალონას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები