ვარდის ბრწყინვალე მატჩი: ''არსენალის'' კრიზისს ბოლო არ უჩანს! (ვიდეო)
Aa
Aa

ვარდის ბრწყინვალე მატჩი: ''არსენალის'' კრიზისს ბოლო არ უჩანს! (ვიდეო)

უნაი ემერის ფორმაციის ''არსენალი'' კრიზისშია, ''მეთოფეებმა'' ამჯერად ბრენდან როჯერსის ''ლესტერთან'' დაკარგეს ქულები.

''ლესტერმა'' საკუთარ კედლებში ვარდისა და მედისონის გოლებით 2:0 გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმთან შედარებით ემერის გუნდმა მეორე ნახევარში უკეთესი თამაში აჩვენა, მასპინძლებმა სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

32 წლის ვარდი ბრწყინვალე ფორმაშია, პრემიერლიგის 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და ინგლისის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

შესაძლოა ემერისთვის ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელის ამპლუაში უკანასკნელი მატჩი შედგა. გასულ ოთხ ტურში ''არსენალს'' პრემიერლიგაში არ მოუგია, ჩრდილოლონდონური გუნდი ''შეფილდ იუნაიტედთან'' და ''ლესტერთან'' დამარცხდა, ხოლო ''კრისტალ პალასთან'' და ''ვულვზთან'' ჩატარებული მატჩები ფრედ დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ''არსენალმა'' პრემიერლიგის 12 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მოიგო, 5 მატჩი ფრედ დაასრულა და 3 შეხვედრაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები