სრულიად გერმანია შოკშია: ლევერკუზენის ყოფილი მწვრთნელი გარდაცვლილი იპოვნეს...
Aa
Aa

სრულიად გერმანია შოკშია: ლევერკუზენის ყოფილი მწვრთნელი გარდაცვლილი იპოვნეს...

"ლევერკუზენის" ყოფილი მწვრთნელი, 44 წლის საშა ლევანდოვსკი გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს - მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლევანსოვსკი ბოლოს ბერლინის "უნიონში" მუშაობდა, თუმცა თანამდებობიდან მარტში გაათავისუფლეს. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი "უნიონის" პრეზიდენტმა დირკ ცინგლერმა გააკეთა:

"ყველა შოკირებული და განადგურებულია. მინდა კლუბის სახლით ღრმა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მის ოჯახს". - განაცხადა ცინგლერმა. 

ახალგაზრდა სპეციალისტი 2007-2012 წლებში "ლევერკუზენის" 19 წლამდელთა გუნდში მუშაობდა, 2012-2014 წლებში კი მთავარ გუნდში მოღვაწეობდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები