Aa
Aa

დეშამი: "გრიზმანს დრო სჭირდება"

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი დარწმუნებულია, რომ ანტუან გრიზმანს „ბარსელონაში“ წარმატებული კარიერა ექნება. „ბლაუგრანას“ ახალწვეულს „კამპ ნოუზე“ თავი ჯერ არაფრით გამოუჩენია და ესპანური პრესის კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება, თუმცა დეშამი თვლის, რომ დროის გასვლასთან ერთად ყველა პრობლემა მოგვარდება.

„ბარსელონა დიადი ფეხბურთელებით რომ იყოს დაკომპლექტებული, ერთ დღეში მაინც არაფერი შეიცვლებოდა. გრიზმანს ახალ კლუბთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. თანაც ბარსაში მას სხვა პოზიციაზე ათამაშებენ“.

„ანტუანი ისევე, როგორც ბარსელონას სხვა ფეხბურთელები გუნდს უნდა მოერგონ. მას მარტივი გზა არ აურჩევია და კარიერა დიად კლუბში გააგრძელა, ამიტომ მასზე დიდი ავანსებია გაცემული“.

„გრიზმანი ბარსელონას რიგებში რეგულარულად ასპარეზობს, მაგრამ ახალ გუნდს ჯერ ვერ შეეგუა. თუმცა მაშინაც კი, როცა ანტუანი კარგად არ თამაშობს, ბარსასთვის პოზიტივი მაინც მოაქვს“.

„რა თქმა უნდა საფრანგეთის ნაკრებში ყველაფერი სხვანაირადაა. აქ გრიზმანი იმ პოზიციაზე ასპარეზობს, რომელზეც თამაში საუკეთესოდ გამოსდის. ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ ანტუანი საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები