9 უცნობი შედევრი - ამხანაგურ შეხვედრებში გასული საოცარი გოლები

სიახლე 05.11.2019
A+ A- 18:09

1 - რადამელ ფალკაო VS ამერიკა კალი, 2012 წელი

შესაძლოა ფალკაომ „ოლდ ტრაფორზე“ და „სტემფორდ ბრიჯზე“ ასპარეზობისას განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, თუმცა იქამდე „ელ ტიგრე“ „ატლეტიკოს“ მაისურით ბრწყინვალედ ასპარეზობდა.

კოლუმბიელმა ფორვარდმა წინასასეზონო მოსამზადებელ შეხვედრაში მშობლიურ „ამერიკა კალის“ საოცარი მაკრატელა გაუტანა.

დიეგო რიბასმა კუთხური საკმაოდ უხეიროდ მოაწოდა და ფალკაო საერთოდ არ იყო ვალდებული, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში კარისკენ დაერტყა, მაგრამ კოლუმბიელმა შედევრი შექმნა.

დაახლოებით 12-13 მეტრიდან ფალკაო საკუთარი თავის სიმაღლეზე ახტა და დიდებული დარტყმა შეასრულა.

 

2 - მაიკლ ოუენი VS ჰანგჟოუ გრინთაუნი, 2009 წელი

მაიკლ ოუენი “მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2009-2012 წლებში იცავდა. ინგლისელმა 52 შეხვედრაში 17 გოლის გატანა შეძლო, რომელთაგან რამდენიმე ძალიან ლამაზი იყო.

ერთ-ერთი ასეთი გოლი ოუენმა პრესეზონზე ჩინური ჰანგჟოუ გრინთაუნის კარში გაიტანა, რომელიც „მანჩესტერმა“ 8:2 მოიგო.

ბულგარელმა დიმიტარ ბერბატოვმა ბურთი კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო, აიგდო და სულ ორი შეხებით ოუენს საჯარიმოში შეაყოლა, მაიკლმაც მკერდით მოხდენილად მიიღო და ძირსდაუშვებლად პირდაპირ ცხრიანში მოათავსა.

გოლი უდაოდ სასიამოვნო საცქერია. არანაკლებ ლამაზი იყო ბერბატოვის მოძრაობაც.

 

3 - იოსი ბენაიუნი VS უიკომბ უონდერერსი, 2011 წელი

ბენაიუნი თავისი მსუბუქი სათამაშო სტილით ქომაგების სიმპათიებს ჯერ კიდევ „ლივერპულში“ თამაშის დროსაც იმსახურებდა.

„ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ ებრაელ შემტევს არც ისე დასამახსოვრებელი კარიერა ჰქონდა, თუმცა 2011 წელს ამხანაგურ შეხვედრაში „უიკომბ უონდერერსის“ წინააღმდეგ საოცარი გოლი გაიტანა.

დიდიე დროგბამ საჯარიმოში შერბენისას ბენაიუნს მაღალი გადაცემა შეაყოლა, პასი არც ისე ზუსტი იყო, თუმცა იოსიმ ბურთი ქუსლით სამჯერ აკენწლა და ბოლოს მეკარეს თავზე გადაუგდო.

ამ გოლის ასაღწერად სიტყვების მოძებნა ძალიან რთულია...

 

4 - იონ არნე რიისე VS სელტიკი, 2004 წელი

ბავშვობაში ეზოში ფეხბურთის თამაშისას, როცა საქმე დარტყმამდე მივიდოდა ყველა რობერტო კარლოსობას იბრალებდა და ბრაზილიელის ლეგენდარულ ჯარიმას იხსენებდა.

„ლივერპულის“ ნორვეგიელი ლეგიონერი იონ არნე რიისე უდაოდ შედის ყველა დროის ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე მოთამაშეთა შორის.

კარლოსი, რონალდ კუმანი, ადრიანო, რიისე... სხვების გახსენება თქვენთვის მოგვინდია.

2004 წელს „ლივერპული“ „სელტიკის“ ამხანაგურ შეხვედრაში რიისემ გლაზგოელებს ჯარიმიდან გაუტანა, რომლის მოგერიებაც უბრალოდ შეუძლებელი იყო.

მეკარე გადახტა, მაგრამ ამ მომენტში უშანსოდ იმყოფებოდა. რიისეს მსგავსი გოლები თავის „ლივერპულურ“ კარიერაში არაერთხელ აქვს გატანილი.

 

5 - ფილიპო ინძაგი VS ბარსელონა, 2005 წელი

„ბარსელონა“ სეზონის დაწყებამდე ყოველწლიურად მართავს თავისი დამაარსებლის ჟოან (ჰანს) გამპერის თასს.

კატალონიელები „კამპ ნოუზე“ სხვადასხვა გუნდს მასპინძლობენ და ერთმატჩიან დუელში გამპერის თასის გამარჯვებულს ავლენენ.

2010 წელს „ბარსამ“ „მილანი“ მიიწვია. მატჩი საკმაოდ თვალსასეირო და დასამახსოვრებელი გამოდგა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.

პირველ რიგში „კამპ ნოუზე“ დაბრუნდა რონალდინიო, რომელიც „ბლაუგრანას“ „როსონერის“ მაისურით დაუპირისპირდა.

შეხვედრაში დავიდ ვილას გოლს ფილიპო ინძაგიმ უპასუხა, რომელმაც კლარენს ზეედორფის შესანიშნავი შორეული გადაცემის შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან ნახტომში მარცხენა ფეხით შედევრი შექმნა.

„ბარსას“ სათადარიგო მეკარე პინტო გაშეშებული იდგა.

„ვიცი, რომ ხალხი მიცნობს ფორვარდად, რომელსაც გოლების უმრავლესობა ძირითადად ახლო მანძილიდან გააქვს, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამოჩნდა, რომ შედევრების შექმნაც შემიძლია“. - განაცხადა პიპომ მატჩის შემდეგ.

ხსენებულ შეხვედრაში კიდევ ერთი საინტერესო მომენტი პენალტების სერიაში პირლოს მიერ შესრულებული პანენკა გახლდათ, რომელიც პინტომ გამოიცნო და მარტივად მოიგერია. გამპერის თასი საბოლოოდ კატალონიელებს დარჩათ.


 

6 - დიდიე დროგბა VS მილანი, 2009 წელი

პრესეზონზე „ჩელსიმ“ და „მილანმა“ ამერიკაში ამხანაგური მატჩი გამართეს.

შეხვედრის მე-7 წუთზე დიდიე დროგბამ სანახაობა აფიშიდან მინდორზე გადაიტანა და 40 მეტრიდან ყუმბარისებრი დარტყმით „როსონერის“ კარის ცხრიანი ლამის ჩამოიღო.

კოტ დიუარელ ფორვარდს ძლიერი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო. სამწუხაროა, რომ ასეთი შედევრი მხოლოდ ამხანაგურ შეხვედრაში გავიდა და არა რომელიმე მნიშვნელოვან ტურნირზე.

 

7 - ტიერი ანრი VS ვაიცი, 2005 წელი

ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი მის კარიერაში ყველაზე მტკივნეულ სეზონს იწყებდა. 2005-2006 წლების სეზონის ფინალი „არსენალისთვის“ მძიმედ დასრულდა. „მეთოფეებმა“ პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ბარსელონასთან“ 1:2 დათმეს.

სანამ ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა სტარტს აიღებდა, იქამდე „კანონირები“ პრესეზონზე ავსტრიულ „ვაიცს“ შეხვდნენ.

მატჩი არაფრით გამორჩეული გახლდათ მანამ, სანამ ტიერი ანრი შედევრს შექმნიდა.

ფილიპ სენდეროსმა „ტიტის“ გრძელი და ზუსტი გადაცემა გაუკეთა, ფრანგმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად მუხლით მიიღო, შემდეგ ერთი მოძრაობით მცველს თავზე გადაუგდო და ზუსტად იგივე ოღონდ მარცხენა ფეხით მეკარესაც შეუსრულა და არანორმალური სილამაზის გოლი გაიტანა.

 

8 – კრის იგლზი VS შენჟენი, 2007 წელი

2007 წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ აზიურ ტურნეში იმყოფებოდა, სეზონის დაწყებამდე ფერგიმ მის ხელში მყოფ ყველა მოთამაშეს თავის გამოჩენის შანსი მისცა.

21 წლის კრის იგლზმა ჩინურ „შენჟენს“ საოცარი სილამაზის გოლი გაუტანა.

მოედნის ცენტრში იგლზს ბურთი დაუგორეს, ინგლისელის უძლიერესი და მოჭრილი დარტყმით ბურთმა მეკარეს თავზე გადაუფრინა და ცხრიანში ჩაეშვა.

კრის იგლზის კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორსაც პრესა ვარაუდობდა. ამჟამად 32 წლის ფეხბურთელი „ოლდემ ატლეტიკის“ მოთამაშეა. „იუნაიტედის“ შემდეგ მას ძლიერი გუნდის რიგებში აღარ უთამაშია.

 

9 - ზინედინ ზიდანი VS ტოკიო ვერდი, 2004 წელი

„გალაქტიკო“ - გუნდი, რომელიც საოცარ სპექტაკლებს დგამდა, თუმცა ბევრი ვერაფრის მოგება შეძლო.

მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობებისა, საფეხბურთო „ჰოლივუდად“ წოდებული „ბლანკოსი“ მილიონობით ქომაგისთვის წარუშლელი სანახაობების შექმნას მაინც ახერხებდა.

2004 წლის პრესეზონზე მადრიდელები იაპონურ ტოკიო „ვერდის“ დაუპირისპირდნენ.

ფენომენალურმა დუეტმა რონალდო-ზიდანმა მორიგი შედევრი შექმნა, რომელიც ამჯერად ფრანგის ანგარიშზე იყო.

„კიჭამ“ ზიზუს დაუგორა, ის ბურთის მიღებისას ელეგანტურად დატრიალდა და ორ მცველს შორის გაძვრა, შემდეგ ბურთს ფეხი გადაავლო და მეკარეს ტექნიკურად კუთხეში შეუგორა.

ეს გოლი ზიდანის კარიერის ერთ-ერთ მთავარ „ჰაილაითად“ რჩება. ფრანგმა ამ მომენტში მთელი თავისი ოსტატობა გამოიყენა და საფეხბურთო სამყაროს მორიგი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ფიორენტინა - 1998/99 1998 წელს ფლორენციის „ფიორენტინას“ თავკაცის პოსტზე ჯოვანი ტრაპატონი დაინიშნა, რომელიც „იების“ 30 წლიანი ლ...

ფეხბურთი ლამაზი და დიდებული თამაშია, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს, თუმცა წარსულში იყო კატასტროფები, რომლებიც ბუნებრივმა პირობებმა, თუ განზრა...

კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი სახეა. პორტუგალიელმა ყველას დაანახა, რომ სათანადო ფიზმომზადებითა და მონდომებით 34 წლის ასაკშიც კი უმა...

ჩელსი 2-2 ტოტენჰემი - 02/05/2016 „ჩვენ არ გვინდა, რომ „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგა მოიგოს. ასე სურს გუნდის ქომაგებს, ფეხბურთელებსა და თა...

რონალდო დე ასის მორეირა - იგივე რონალდინიო "გაუჩო". ადამიანი, რომელიც ფეხბურთს ყველაზე ლამაზად თამაშობდა. პორტუ ალეგრელმა მომღიმარმა ბიჭმა ფეხბურთის უ...

ფეხბურთის ისტორია უამრავ დაუვიწყარ მატჩსა და გოლს ინახავს, თუმცა ფეხბურთი მხოლოდ ეს არ არის. ლეგენდარულმა სპორტსმენებმა წარუშლელი კვალი მოედანს მიღმაც...

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიფა-ს რეიტინგში მე-13 ადგილოსან დანიას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად არ დამარცხ...

ფილიპ კოკუ „პსვ“-ს ყოფილ დამრიგებელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად იგი ჰოლანდიური გრა...

მონაკომ „ოქროს ფეხის“ 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ხმათა უმრავლესობით, ჯილდო „რეალის“ ვარსკვლავ ...

კატალონიის „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილამ დიდი ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. 37 წლის ესპანელ...

კატალონიის „ბარსელონას“ ხორვატმა ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა გუნდში შექმნილი სიტუაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. 31 წლის ფეხბურთელი წუხს იმ...

მადრიდის „რეალი“ სარეკორდო ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. „სამეფო კლუბი“ მეგა-წინადადებას ამზადებს და პსჟ-ს სუპერვარსკვლავის, კ...

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მძიმე მარცხი განიცადა. დანიის ნაკრებმა საქართველო 14:0 გაანადგურა. ლევან ბაჯე...

არგენტინული საფეხბურთო კლუბის, ''ესტუდიანტესის'' სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდა. 2005 წლის შემდეგ კლუბმა საშინაო არენაზე პირველი მატჩი ჩაატარა. ხორხ...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს საფრანგეთთან და სლოვაკეთთან შეხვედრებში ლევან ხარაბაძის გამოყენების შესაძლებლობა არ ექ...

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი, ლიონელ მესი დიდი ხანია საჯარიმო დარტყმებს ფენომენალურად ასრულებს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა &bdquo...

„ნაპოლიში“ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. საქმე იქამდე მივიდა, რომ „პარტენოპეის“ ფეხბურთელებმა პირადი მცველების დაქირავება დაი...

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. შვეიცარიული მედიის ცნობით ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნ...

„მილანთან“ მატჩში ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ 55-ე წუთზე შეცვალეს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მაურიცი...

„ეიბარისა“ და „რეალის“ მატჩში Movistar-ის კამერებმა საკმაოდ საინტერესო მომენტი დააფიქსირეს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაასა...

საქართველოს რანგით მესამე ლიგაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. 33-ე ტურში ''არაგვისა'' და მარტვილის ''მერანის'' დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით 2...

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს მიაჩნია, რომ ლიონელ მესი მისი თაობის ვარსკვლავი და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. 29...

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი, რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. Daily Mail-ის ცნობით ინგლისის ნაკრების ბაზაზე...

ანტონიო კასანომ სატელევიზიო შოუ Tiki Taka-ში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და მიანიშნა, რომ პორტუგალიელს წესით დისკვალიფიკაცია უნდა ემუქრებოდეს. ...

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანოს წარმომადგენლები მწვრთნელებს შეხვდნენ. როგორც მედიასთან „...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო ორი შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მყოფმა 13-მა ფეხბურთელმ...

რეკომენდებული სიახლეები
ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით ტურნირ "კიუშუ ბაშოზე" ლევან გორგაძე გამოსვლას აგრძელებს. ქართველი სეკივაკე გათამაშების მე-3 დღეს კომუსუბი ენდოს დაუპ...
12.11.2019
„ეიბარისა“ და „რეალის“ მატჩში Movistar-ის კამერებმა საკმაოდ საინტერესო მომენტი დააფიქსირეს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაასა...
12.11.2019
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს მიაჩნია, რომ ლიონელ მესი მისი თაობის ვარსკვლავი და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. 29...
12.11.2019
მიხაელ შუმახერის ყოფილმა მენეჯერმა, ლეგენდარული გერმანელი პილოტის შესახებ სენსაციური განცხადება გააკეთა. ვილი ვებერის თქმით შუმახერის მეუღლე, კორინა მ...
12.11.2019
ქართველი მორაგბის, მერაბ შარიქაძის კარიერაში უიღბლო პერიოდი გრძელდება. ფრანგული მედიის ცნობით 26 წლის ცენტრი მძიმე ტრავმის გამო 4-დან 6 თვემდე ვერ ითა...
12.11.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
12.11.2019
კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი, ლიონელ მესი დიდი ხანია საჯარიმო დარტყმებს ფენომენალურად ასრულებს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა &bdquo...
12.11.2019
ანტონიო კასანომ სატელევიზიო შოუ Tiki Taka-ში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და მიანიშნა, რომ პორტუგალიელს წესით დისკვალიფიკაცია უნდა ემუქრებოდეს. ...
12.11.2019
საქართველოს ჰოკეის ეროვნული გუნდის მოთამაშე თემურ ვედიაპიანი კარიერას კანადურ ''მანივაკი მუსტანგსში'' აგრძელებს, რაც ქართული ჰოკეის ისტორიაში უპრეცენდ...
12.11.2019
საქართველოს რანგით მესამე ლიგაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. 33-ე ტურში ''არაგვისა'' და მარტვილის ''მერანის'' დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით 2...
12.11.2019
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს საფრანგეთთან და სლოვაკეთთან შეხვედრებში ლევან ხარაბაძის გამოყენების შესაძლებლობა არ ექ...
12.11.2019
უკანასკნელი სიახლეები