Aa
Aa

"ატლეტიკომ" "ბარსელონას" ამჯერადაც აჯობა

"AS"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელ, დიეგო სიმეონეს საკუთარ გუნდში "სელტას" თავდამსხმელის, ნოლიტოს ხილვა სურს.

არგენტინელი სპეციალისტის აზრით, ნოლიტო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც მის გუნდს იდეალურად მოერგება და მისი შეძენის თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობას მოთხოვნა უკვე წაუყენა.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო იუწყება, "სელტა" საკუთარ ფორვარდს 18 მილიონ ევროდ აფასებს, რაც "ატლეტიკოსთვის" საკმაოდ მისაღები ფასია.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის შეძენით კატალონიის "ბარსელონაც" არის დაინტერესებული, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას ნოლიტოს ფასი აშინებს და მასში 18 მილიონის გადახდაზე არ არის თანახმა. "სელტა" კი მისი ლიდერის უფრო ნაკლებ თანხად გაყიდვაზე კატეგორიული წინააღმდეგია. ასე, რომ როგორც ჩანს, "ატლეტიკო" "ბარსელონას" არამხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, არამედ ნოლიტოსთვის ბრძოლაშიც აჯობებს და ფეხბურთელიც, დიდი ალბათბით კარიერას სწორედ "როხიბლანკოში" გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები