ისტორიაში ყველაზე კურიოზული წითელი ბარათი - ფეხბურთელს მინდორზე ქათამი შემოაკვდა
Aa
Aa

ისტორიაში ყველაზე კურიოზული წითელი ბარათი - ფეხბურთელს მინდორზე ქათამი შემოაკვდა

ხორვატიის ნახევრადპროფესიონალურ ლიგაში ყველაზე უცნაური წითელი ბარათი დაფიქსირდა, რაც შეიძლება ფეხბურთის გულშემატკივარს ეხილა.

ივან გაზდეკი აწ უკვე გახმაურებული ინციდენტის მთავარი მოქმედი პირია. 23 წლის ფეხბურთელი მინდორზე მყოფ ქათმებს გაეკიდა, რომ ისინი ადგილიდან მოეშორებინა და თამაში წყნარად გაეგრძელებინათ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.

გაზდეკმა ერთ-ერთ ქათამს ფეხი ამოსცხო, რა დროსაც ის გარდაიცვალა, შემდეგ მას ფეხბურთელმა ხელი წაავლო და მოისროლა.

 

ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ, მთავარმა არბიტრმა გაზდეკს წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

მატჩის შემდეგ გაზდეკმა კომენტარი გააკეთა და მწუხარება გამოთქვა:

„ქათმის მოკვლის მიზანი არ მქონია. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე შემოდიოდნენ და ფეკალიებს ტოვებდნენ. ეს ყველაფერი არაჰიგიენურ პირობებს ქმნიდა.

მათ უბრალოდ მინდვირდან გასადევნად გავეკიდე, შემდეგ ერთ-ერთს ფეხი მოვუქნიე და ჯანდაბა ის შემთხვევით მოკვდა.

მფლობელს უკვე მოვუბოდიშე და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ახალი ქათამიც გავუგზავნე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები