Skysports: სონის წითელი ბარათი გაუქმდა და გომეშმა კლინიკა დატოვა
Aa
Aa

Skysports: სონის წითელი ბარათი გაუქმდა და გომეშმა კლინიკა დატოვა

პრემიერლიგის გასულ ტურში ''ევერტონთან'' მატჩში ''ტოტენჰემის'' აზიელმა შემტევმა ჰიუნ-მინ სონმა წითელი ბარათი მიიღო, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და სონი პრემიერლიგის შემდეგ ტურში ითამაშებს. ინფორმაციას Skysports-ი ავრცელებს. პრემიერლიგის შემდეგ ტურში, 9 ნოემბერს პოჩეტინოს გუნდი ''შეფილდ იუნაიტედს'' უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ''ევერტონისა“ და ''ტოტენჰემის“ შეხვედრაში უმძიმესი კადრები ვიხილეთ. ანდრე გომეშმა საზარელი ტრავმა მიიღო. პორტუგალიელს ჰონ მინ სონმა უკნიდან ვარდნა გაუკეთა, გომეში წაიქცა, გვერდით მყოფმა სერჟ ორიემ კი მას შემთხვევით ფეხი დააბიჯა და კოჭი მოტეხა.

ფეხბურთელებმა მოედანზე დიდი სტრესი განიცადეს. აგონიაში მყოფი გომეშის შემხედვარე ორიემ ლოცვა დაიწყო (იხილეთ).

უმძიმესი ტრავმის შემდეგ გომეშს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და კლინიკა უკვე დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენ ხანში დაუბრუნდება მინდორს. შესაძლოა, მას ერთი წელი გაუცდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები