Aa
Aa

"მანჩესტერი" "იუვენტუსის" ლიდერის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის!

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ტურინის "იუვენტუსის" შემტევის, ალვარო მორატას თამაშით საკმაოდ მოხიბლულია და ესპანელი თავდამსხმელის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

"Marca"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანკუნიანელები" მზად არიან, რომ მორატას სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მორატას თავად პორტუგალიელი სპეციალისტი დაუკავშირდა და ტრანსფერთან დაკავშირებით ფეხბურთელისგან თანხმობა მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, მორატას მადრიდის "რეალში" დებიუტი სწორედ ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში ქონდა და პორტუგალიელი სპეციალისტი ალვაროს ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის მორატას ტრანსფერში ჩადებულია პუნქტი, რის მიხედვითაც სურვილის შემთხვევაში "სამეფო გუნდს" თავდამსხმელის 32 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება. თუმცა მადრიდელებმა ეს 15 ივლისამდე უნდა გააკეთონ. ასეთ შემთხვევაში კი, "მანჩესტერს" ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება "რეალის" ხელმძღვანელობასთან მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები