Aa Aa
5 ნოემბერი 2019  |  10:29

NBA-ში დევისი და ანტეტოკოუნმპო გამოარჩიეს

„მილუოკი ბაქსის“ მსუბუქი ფორვარდი, იანის ანტეტოკოუნმპო და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ცენტრი, ენტონი დევისი 2019-20 წლების სეზონის მეორე კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

NBA-ს მოქმედი MVP-ის წინამძღოლობით „მილუოკიმ“ 4-დან 3 შეხვედრა მოიგო. იანისი კი საშუალოდ 25.3 ქულას, 13.3 მოხსნასა და 6.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

რაც შეეხება ენტონი დევისს, „ლეიკერსის“ ცენტრმა თავის გუნდს სამი შეხვედრა მოაგებინა და საშუალოდ 32 ქულას, 13 მოხსნას და 2.6 დაფარებას აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ დევისი 2012-13 წლების შემდეგ „ლეიკერსის“ პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ეს წოდება დაისაკუთრა. ლოს-ანჯელესელთა რიგებში ბოლოს კვირის საუკეთესო მოთამაშე ლეგენდარული კობი ბრაიანტი გახდა.

მიმდინარე სეზონში როგორც „მილუოკის“, ასევე „ლეიკერსს“ ჩემპიონობის დასაკუთრება სურთ. „ბაქსი“ 5 მოგებითა და 2 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებს. „ლეიკერსი“ კი დასავლეთ კონფერენციის ნომერ პირველი გუნდი გახლავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!