იბრა: საფრანგეთს იმაზე მეტად დავეხმარე, ვიდრე ამას პრეზიდენტი ოლანდი აკეთებს
Aa
Aa

იბრა: საფრანგეთს იმაზე მეტად დავეხმარე, ვიდრე ამას პრეზიდენტი ოლანდი აკეთებს

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საფრანგეთში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო რამ განაცხადა.

"ჩემი ანაზღაურება "პარი სენ ჟერმენში 20 მილიონ ევროს შეადგენდა. ფიქრობთ რომ ეს ბევრია? სიტყვა "ბევრს" ჩემთან მიმართებაში ვერ მივიღებ, ჩემს ლექსიკონში არ წერია. უბრალოდ დღევანდელი ფასები ასეთია. ჩემზე გაცილებით სუსტი ფეხბურთელები კოლოსალურ ხელფასს იღებენ. ჩემი სამსახური კი მათთან შედარებით გაცილებით ძვირად უნდა ფასობდეს. თუ ვინმე ითამაშებს ჩემზე 10-ჯერ უკეთესად, შესაბამისად მისი ანაზღაურებაც 10-ჯერ მეტი იქნება. ეკომონიკური კრიზისი? ალბათ არ იცით რამდენი მიაქვს საფრანგეთის სახელმწიფოს ჩემი ხელფასიდან. ვფიქრობ, საფრანგეთს იმაზე მეტად დავეხმარე, ვიდრე ამას პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აკეთებს. მე ვარ ზლატანი. მე მოვედი საფრანგეთში და გავხდი მთავარი!" - განაცხადა ზლატანმა "Le Monde"-სთან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები