რონალდუს თმის სტილისტი სასტუმროში მოკლული იპოვეს
Aa
Aa

რონალდუს თმის სტილისტი სასტუმროში მოკლული იპოვეს

რიკარდო მარკეს ფერეირა ცნობილი თმის სტილისტი, რომელიც კრიშტიანუ რონალდუსთან მუშაობით პოპულარული გახდა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.

ფერეირას სხეული დამლაგებელმა დილით იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა.

რიკარდოს დამლაგებელმა ლოგინზე იპოვა, ის სისხლში იყო მოსვრილი და სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

დამლაგებელი ასევე ყვება, რომ ოთახში შესვლისთანავე ალკოჰოლის მძაფრი სუნი იგრძნო.

პოლიციამ საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. ჯერჯერობით სამართალდამცავებს ეჭვმიტანილი არ ჰყავთ.

რიკარდო მარკეს ფერეირა შვეიცარიაში საცხოვრებლად 2 წლის წინ გადაბარგდა. რონალდუს ჯერჯერობით მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები