რონალდუს დედა: ''ფეხბურთში მაფიაა... კრიშტიანუ უფრო მეტს იმსახურებდა''
Aa
Aa

რონალდუს დედა: ''ფეხბურთში მაფიაა... კრიშტიანუ უფრო მეტს იმსახურებდა''

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი საფეხბურთო კარიერაში უფრო მეტ ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებდა, რაშიც ხელი მსოფლიო ფეხბურთში არსებულმა მაფიამ შეუშალა.

რონალდუს დედამ დოლორეს ავეირომ პორტუგალიურ მედიასთან ისაუბრა, მის კომენტარს Goal.com-ი ავრცელებს:''მსოფლიო ფეხბურთში მაფიაა, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიშტიანუ უფრო მეტ ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებდა. რონალდუ ესპანელი ან ინგლისელი რომ იყოს, ასეთ შემთხვევაში ისინი ასე არ მოიქცეოდნენ.

არ ვიცი რა მოხდება, ვინ მიიღებს 2019 წლის ოქროს ბურთს, თუმცა ვფიქრობ მიმდინარე წელს ჩატარებული მატჩებიდან გამომდინარე საუკეთესოს პრიზს რონალდუ იმსახურებს.''

კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესის მსგავსად ოქროს ბურთი ხუთჯერ მოიგო. გასულ წელს კუნძულ მადეირაზე აღზრდილ სპორტსმენს ოქროს ბურთის მეექვსედ მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა საუკეთესოსთვის განკუთვნილი ჯილდო ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მოიგო.

რონალდუსა და მესის შემდეგ მიშელ პლატინი, იოჰან კრუიფი და მარკო ვან ბასტენი მოდიან. თითოეულმა მათგანმა ოქროს ბურთი სამჯერ მოიგო.

ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ''იუვენტუსის'' ფორვარდი მეორე ადგილზე ექვსჯერ გავიდა, ხოლო ლეო მესი მეორე პოზიციაზე ხუთჯერ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები