ზივზივაძემ ''ფერენცვაროშს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა
Aa
Aa

ზივზივაძემ ''ფერენცვაროშს'' ბრწყინვალე გოლი გაუტანა

უნგრეთის ჩემპიონატში ''მეზოკოვეშდის'' ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა ამჯერად მოქმედ ჩემპიონ ''ფერენცვაროშს'' შეუგდო, მან 49-ე წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:1.

ზივზივაძემ 90 წუთი ითამაშა და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა. ამ ეტაპზე ქართველი ფორვარდი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჩამორჩება, ბომბარდირთა დავაში პირველადგილოსანს 7 გოლი აქვს გატანილი.

''ფერენცვაროშის'' სამატჩო განაცხადში ქართველი მცველი ლაშა დვალი არ იმყოფებოდა.

უნგრეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილ ''მოლ ფეჰერვარი,'' ''მეზოკოვეშდი'' და ''ფერენცვაროში'' ლიდერობენ. თითოეულის ანგარიშზე 23 ქულაა, თუმცა ''ფერენცვაროშს'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები