Aa
Aa

"რეალი" საკუთარ ლიდერს არ შეელევა

როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში მადრიდის "რეალის" შემტევს, ხამეს როდრიგესს "სამეფო გუნდის" დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. ფეხბურთელით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული და რამდენიმე მათგანი კოლუმბიელის აგენტსაც დაუკავშირდა. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, მადრიდის "რეალმა" ხამეს როდრიგესის გაყიდვაზე უარი განაცხადა.

როგორც ესპანური გამოცემა "AS" იუწყება, "სამეფო გუნდი" ახალგაზრდა კოლუმბიელზე სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს და შესაძლოა, უახლოეს მომავალში ფეხბურთელს უკეთესი კონტრაქტის პირობებიც კი შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შემდეგ, ხამესმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რის გამოც მოთამაშემ უკმაყოფილება ღიად გამოთქვა. მისი შეძენით კი, ისეთი კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, როგორებიც "პარი სენ ჟერმენი", ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები