ბათუმის ''დინამოს'' მფლობელი:''სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს დავტოვებთ''
Aa
Aa

ბათუმის ''დინამოს'' მფლობელი:''სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს დავტოვებთ''

საფეხბურთო კლუბ ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური კლუბის მფლობელის, არჩილ ბერიძის კომენტარს ავრცელებს, რომლის მიხედვით ბერიძე კლუბის დატოვებას გეგმავს. ბერიძის კომენტარიდან ვიგებთ, რომ ხვალ, 2 ნოემბერს სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

არჩილ ბერიძეს ბათუმის ''დინამო'' ოფიციალურად მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გადაეცა.

შეგახსენებთ, 33-ე ტურში ბათუმის ''დინამო'' სტუმრად საჩხერის ''ჩიხურასთან'' დამარცხდა.

არჩილ ბერიძის განცხადება გარკვეულწილად აღნიშნულ მატჩში მსაჯის შეცდომებს უკავშირდება, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა მოახდინა, თუმცა ფაქტია, რომ აჭარულმა გუნდმა ''ჩიხურასთან'' შეხვედრამდე ორი აუტსაიდერი გუნდი, გორის ''დილა'' და უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი ''ვიტ ჯორჯია'' ვერ დაამარცხა.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები