ვაისის კომენტარი პრესკონფერენციაზე
Aa
Aa

ვაისის კომენტარი პრესკონფერენციაზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ესპანეთთან მოგებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

"ჩვენ ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, იგი თავდაჯერებულობასა და კონცენტრაციას გვმატებს. ჩვენ დიდი გუნდი არ ვართ, თუმცა დღეს უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ". 

"ძალიან მომწონს ესპანური ფეხბურთი და ვისენტე დელ ბოსკეს დიდ პატივს ვცემ, იგი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. "ფურია როხა", რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველომ ეს ნაკრები დაამარცხა".

"ყველა გუნდს თავისი ხელწერა და კონკრეტულ მომენტში სათამაშო მონახაზი აქვს. ფეხბურთში კი თითოეულ შეხვედრას ის იგებს, ვინც უფრო მეტად დაიმსახურებს"... - განაცხადა ვაისმა, რომლიც გუნდმაც "ალფონსო პერესზე" ესპანეთს ოქრიაშვილის მე-40 წუთზე გატანილი გოლით, 1:0 მოუგო. 

საინტერესოა, რომ ჩვენმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონი ნაკრები პირველად დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონს კი მეორედ მოვუგეთ - 2006 წლის 15 ნოემბერს თბილისში "ბორის პაიჭაძეზე" ურუგვაის ამხანაგურ შეხვედრაში ლევან კობიაშვილმა 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები