მოურინიოს საულ ნიგესი სურს.
Aa
Aa

მოურინიოს საულ ნიგესი სურს. "ატლეტიკო" კოლოსალურ თანხას ითხოვს!

"Football Espana"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ, ჟოზე მოურინიოს საკუთარ გუნდში მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, საულ ნიგესის ხილვა სურს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, რომ ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ატლეტიკომ" საულის ტრანსფერის თაობაზე უკვე დაბლოკა "ტოტენჰემისა" და "არსენალის" შემოთავაზებები. "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობას სურს, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 100 მილიონ ევრომდე აწიოს.

გასულ სეზონში საულმა "პრიმერადივიზიონში" 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები