უთანხმოება
Aa
Aa

უთანხმოება "მერსედესის" საჯინიბოში

ჩინეთის გრან-პრის შემდგომ მერსედესის პილოტებს შორის უთანხმოება მოხდა. პრესკონფერენციაზე გერმანული გუნდის მრბოლმა ნიკო როზბერგმა თანაგუნდელ ლუის ჰემილტონს ბრალი დასდო მისთვის ხელის შეშლაში. მისი თქმით, ბრიტანელი შეგნებულად შედარებით დაბალი ტემპით ასპარეზობდა, რათაფერარისპილოტებისთვის, როსბერგის დაწევის საშუალება მიეცა.

არ ვიცი, ლუისი შეგნებულად მოქმედებდა თუ არა. ამაზე პასუხი არ მაქვს. - განცხადა როსბერგმა, რაზეც პრესკონფერენციაზევე, ჰამილტონისგან პასუხი მიიღო: „ჩემი საქმე არ არის ნიკოს რბოლაზე ზრუნვა. ჩემი საქმე ისაა, რომ რაც შეიძლება სწრაფი ვიყო და ფინიშს საღი მანქანით მივაღწიო. მე სწორედ ეს გავაკეთე“.

რბოლის დროს როსბერგმა ინჟინრებს რადიოთი მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჰემილტონი აჩქარებას არ აპირებდა, და ამის გამო იყო შანსი, რომ მას ფერარის პილოტი სებასტიან ფეტელი დაწოდა.  თუმცა ფაქტია, რომ არც როსბერგი იყო ჰამილტონთან იმდენად ახლოს, რომ ბრიტანელისგან ხელი შეშლოდა და არცფერარიიყო მისგან ისე ახლოს, რომ შეტევის შესაძლებლობა მისცემოდა.

არ ვიცი, რით გავაფუჭე მისი რბოლა. ის ჩემგან 4-5 წამში იყო და არასდროს მოახლოებულა. ნიკოს გასწრება რომ მოესურვებინა, უნდა ეცადა, მაგრამ ასე არ მოქცეულა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ბოლო 10 რბოლაში, როსბერგს 9-ჯერ აჯობა.

 

მერსედესის მაღალჩინოსნები, ტოტო ვოლფი და ნიკი ლაუდა ამბობენ, რომ ერთმანეთს შორის უთანხმოებას პილოტები თავადვე მოაგვარებენ. თუმცა თვლიან, რომ ჰამილტონს მსგავსი არაფერი მოუმოქმედებია

ცხელი ამბები