Aa
Aa

"ყვითელი კედელი" - დრეზდენის "დინამოს" 35000 ქომაგი "ჰერტას" საშინაო არენაზე

ოთხშაბათს "ჰერტასა" და დრეზდენის "დინამოს" შორის გამართულ შეხვედრაში ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ბერლინში მდებარე "ოლიმპიაშტადიონზე" საყვარელი გუნდის თამაშის სანახავად "დინამოს" 35000 ქომაგი მივიდა.

დრეზდენელმა გულშემატკივრებმა სტუმრად "ყვითელი კედელი" შექმნეს. ზუსტად ისეთი, როგორიც "დორტმუნდის" საშინაო მატჩებისას გვხვდება ხოლმე.

"დინამოს" ფანატებმა ბანერები გამოფინეს, დროშები ააფრიალეს და პეტარდები ისროლეს, თუმცა სამწუხაროდ თავიანთი ფავორიტი გუნდის ტრიუმფი მაინც ვერ იხილეს. დრეზდენის "დინამომ" "ჰერტასთან" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საფეხბურთო ლატარიაში დამარცხდა.

დრეზდენელი გულშემატკივრები "დინამოს" გასვლით შეხვედრებში აქტიურად ქომაგობენ და ამით საკმაოდ ცნობილები არიან. სამი წლის წინ "მიუნხენ 1860"-თან სტუმრად გამართულ მატჩს "დინამოს" 20000 ქომაგი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები