კაშია:''ალმეიდასთან გაუგებრობა მოგვივიდა, განსხვავებული სტილის მიმდევარია''
Aa
Aa

კაშია:''ალმეიდასთან გაუგებრობა მოგვივიდა, განსხვავებული სტილის მიმდევარია''

საფეხბურთო კლუბ ''სან ხოსეს'' ქართველმა ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა 2019 წლის სეზონის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით ''სან ხოსეს'' მთავარი მწვრთნელი მატიას ალმეიდამ სრულიად განსხვავებული სტილის სპეციალისტია, რომელიც გუნდს  ე.წ. ლიბეროს გამოყენებით ათამაშებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ''სან ხოსე'' ფლეი-ოფში ვერ მოხვდა და კლუბისთვის სეზონი დასრულდა, კაშია და ყაზაიშვილი თბილისის ''დინამოსთან'' ერთად ემზადებიან.

საკლუბო თემაზე ქართველმა ფეხბურთელებმა გადაცემა ''ტაიმაუტში'' სტუმრობისას ისაუბრეს.

ყაზაიშვილი:''როცა მატიას ალმეიდა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ახალ სისტემასთან შეგუება გაგვიჭირდა. არ ვიცოდით  მწვრთნელს რა უნდოდა. მე და გურამს მთავარ მწვრთნელთან მცირე უთანხმოება მოგვივიდა, თუმცა დავსხედით, დავილაპარაკეთ, აგვიხსნა და გავიგეთ.

სეზონის დასაწყისი წარმატებული არ ყოფილა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან კარგად ვთამაშობდით, თამაშებს ვიგებდით.

ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ''კალი კლასიკოში'' ''გალაქსისთან'' დაპირისპირება, როცა მოედანზე ორმაგი მოტივაციით გავდივართ. მათთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია.''

''სან ხოსეს'' ლეგენდა კრის ვონდოლოვსკი და მატიას ალმეიდა

გურამ კაშიამ მატიას ალმეიდას სათამაშო სისტემის შესახებ ისაუბრა:''ამ სისტემას კაცი-კაცზე თამაშს ეძახიან, ჩემთვის ძალიან რთული შესასრულებელია. დაცვას ხაზზე არ ათამაშებს. ასეთ ფეხბურთს წლების წინ თამაშობდნენ, როცა ე.წ. ''ლიბეროს'' გამოიყენებდნენ.

მაგალითად ვაკო მარცხენა გარემარბად თამაშობს, მაგრამ მისი ვალდებულება შეტევის გარდა მეტოქის მარჯვენა მცველის განეიტრალებაა. ვაკო მეტოქის მცველს უნდა ჩამოყვეს, რასაც ძალიან დიდი ფიზიკური მომზადება სჭირდება, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

ალმეიდა ყოველ ვარჯიშზე თითოეული ფეხბურთელისგან ასი პროცენტით დახარჯვას ითხოვს. ძალიან მომთხოვნი მწვრთნელია.

როცა ევროპაში თამაშობ და შემდეგ გარემოს იცვლი, ასეთ სისტემასთან შეგუება რთულია. მასთან გაუგებრობა მოგვივიდა, მაგრამ მწვრთნელმა უნდა დაგაჯეროს, რომ ეს სწორი გზაა.

ძალიან კარგი მწვრთნელია, ძალიან კარგი ხედვა აქვს და ასეთი ფეხბურთის ყურება სასიამოვნოა.

ალმეიდა ძალიან ამბიციური მწვრთნელია, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს.

MLS-ში შეტევის ხაზი დაცვაზე უკეთესია და მცველისთვის თამაში უფრო რთულია ვიდრე შემტევისთვის.''

არნემის ''ვიტესის'' ლეგენდამ, გურამ კაშიამ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაპირისპირებაც გაიხსენა:''ზლატანზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ იქ მხოლოდ ზლატანი არაა, მას თანაგუნდელები იმდენ მომენტს უქმნიან, რომ მისთვის გოლის გატანა ადვილი ხდება.''

ფოტო: sjearthquakes.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები