კაცი, რომელიც დროს ებრძვის და "მატჩი" კვლავ მისი სცენარით მიმდინარეობს

სიახლე 31.10.2019
A+ A- 14:49

კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი სახეა. პორტუგალიელმა ყველას დაანახა, რომ სათანადო ფიზმომზადებითა და მონდომებით 34 წლის ასაკშიც კი უმაღლეს დონეზე თამაში შესაძლებელია.

რონალდუმ იდეალურად იცის, თუ როდის რა შეუძლია მას. კრიშტიანუმ „მანჩესტერიდან“ წასვლის შემდეგ, თავისი სათამაშო სტილის ნელ-ნელა შეცვლა დაიწყო, თუმცა ის ამას მარტო ვერ იზამდა - მას დამხმარე სჭირდებოდა, ასეთად კი კარლო ანჩელოტი მოევლინა.

პორტუგალიელი ნელ-ნელა ფლანგზე ეფექტურობას კარგავდა და ისეთი მრისხანე აღარ იყო, როგორიც „მანჩესტერული“ კარიერის წლებში და „რეალში“ ყოფნის პირველ სეზონებში.

ანჩელოტის ეფექტი - რა შეცვალა „პაპა კარლომ“ რონალდუს კარიერაში

2013-2014 წლების სეზონში კარლო ანჩელოტიმ მოურინიოს „რეალი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა - ნანატრი „ლა დესიმა“.

„პაპა კარლომ“ მოურინიოს სათამაშო სქემა მთლიანად შეცვალა. იტალიელმა გუნდი გაცილებით სწრაფი და მოქნილი გახადა.

ჟოზე ძირითადად 4-2-1-3 სქემას იყენებდა. საყრდენ ნახევარმცველებად ხედირასა და ალონსოს ათამაშებდა. მათ წინ კი მესუთ იოზილი იყო გამწესებული.

შემტევი ტრიო კი რონალდუ-ბენზემა-დი მარიასგან იყო დაკომპლექტებული. მოურინიოს სქემა ვერ ამართლებდა. გუნდმა 3 წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ნახევარფინალებში ითამაშა, ლა ლიგა კი ერთჯერ მოიგო.

ანჩელოტიმ სქემა თავის პირველივე სეზონში შეცვალა. საჭიროების შემთხვევაში გუნდი ერთ შეხვედრაში 4-4-2-ს და 4-3-3-საც თამაშობდა.

რონალდუს საჯარიმოსკენ შეწევამ გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა და ამ ყველაფრის შემოქმედი ანჩელოტისთან ერთად ანხელ დი მარია იყო, რომელმაც 2013-14 წლებში საოცარი სეზონი ჩაატარა.

მადრიდელთა სქემა ასე გამოიყურებოდა: დი მარია თამაშს ცენტრიდან იწყებდა, შეტევის დასკვნით ფაზაში არგენტინელი მარცხენა ფლანგისკენ იწყებდა გადაადგილებას, რონალდუ კი საჯარიმოში ბენზემას უწყვილდებოდა.

დი მარიას როლი და ამ პოზიციაზე მისი საჭიროება „ელ კლასიკოში“ ჩატარებულ შეხვედრაში გამოჩნდა, რომელიც მართალია „რეალმა“ წააგო (3:4), მაგრამ არგენტინელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

აქ ნათლად ჩანს, თუ რა როლი ჰქონდა დი მარიას და როგორ მოქმედებდა რონალდუ ამ დროს.


 

არგენტინელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენში, სადაც „რეალმა“ „ბაიერნი“ 4:0 გაანადგურა. დი მარიას სისწრაფე და დრიბლინგი მოედანზე მადრიდელებს დიდ უპირატესობას სძენდა.

დი მარია ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, სადაც მან „ატლეტიკოს“ მარჯვენა ფლანგი უბრალოდ აიკლო.


 

ხსენებულ სეზონში რონალდუს სტატისტიკა ასეთი იყო:

ლა ლიგა: წუთი - 2540, მატჩი - 30, გოლი - 31

ჩემპიონთა ლიგა: წუთი - 933, მატჩი - 11, გოლი - 17 (რეკორდი)

რონალდუ არ არის სუფთა 9 ნომერი - მას გვერდით „ყურადღების გადამტანი“ სჭირდება

მიუხედავად ტრანსფორმაციისა და ევოლუციისა, რონალდუს კლასიკურ 9 ნომერს ვერ ვუწოდებთ. იყო მისი ცენტრფორვარდად გამწესების რამდენიმე მცდელობა, რომლებიც კრახით დასრულდა.

კრიშტიანუს თვისებების მქონე ფეხბურთელს მოედანზე რაც შეიძლება მეტი თავისუფლება სჭირდება. „რონის“ უკან დაწევა და თამაშის ფლანგიდან წამოწყება, იგივე მოედნის სიღრმიდან მოქმედება და ხანდახან მარჯვენა ფლანგზე გადასვლაც უყვარს.

დიახ, ის სიღრმიდან მოქმედების დროს, მესის მსგავსად სახიფათო ვერ არის, თუმცა პორტუგალიელს თავისი პლუსები აქვს. სანამ რონალდუ მოედანზე თავისუფლად გადაადგილდება, ამ დროს საჯარიმოში აუცილებლად უნდა იყოს ცენტრფორვარდი, რომელიც მცველების ყურადღებას მიიქცევს, იბრძოლებს და კრიშტიანუს თავისუფალ სივრცეს შეუქმნის.

„რეალში“ რონალდუს ასეთი პარტნიორის როლს კარიმ ბენზემა ასრულებდა, „იუვენტუსში“ კი ამჟამად გონსალო იგუაინია.

მარიო მანჯუკიჩმა გასულ სეზონში ეს როლი კარგად ვერ მოირგო და სწორედ ამიტომ, წელს ხორვატმა გუნდში ადგილი დაკარგა. დიდი ალბათობით ის ტურინსაც დატოვებს.

იგივე მიზეზით შეუმცირდა სათამაშო დრო პაულო დიბალას, რომელიც აქამდე „იუვენტუსის“ „თავისუფალი მხატვარი“ იყო. არგენტინელი მოედანზე ძირითადად ცენტრში მოქმედებდა, თუმცა მას ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო ეთამაშა, სადაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ.

რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, დიბალას სივრცეები შეეზღუდა, ჩარჩოში მოქცეულმა „ლა ხოიამ“ კი ეფექტურობა დაკარგა და ის ძველებურად ქმედითუნარიანი ვეღარ არის.

რონალდუ გამუდმებით მოძრაობს და საჭირო მომენტში საჯარიმოში ქარიშხალივით შეიჭრება ხოლმე, რაც ხშირად გოლით სრულდება.

იგუაინი რონალდუს მოედანზე კარგად უგებს, ეს ყველაფერი მიმდინარე სეზონში ტურინში „ნაპოლისთან“ შეხვედრაში იდეალურად გამოჩნდა, როდესაც გატანა იგუაინმაც შეძლო და კრიშტიანუმაც.

აქ კარგად ჩანს, თუ როგორ იქცევს იგუაინი მცველების ყურადღებას და რამდენად უთავისუფლდება სიცრცე რონალდუს. „პიპიტაზე“ ერთბაშად 5 მოთამაშეა გადასული და მას კრიშტიანუსთვის პასის გაკეთებაც თავისუფლად შეეძლო, თუმცა არგენტინელმა თავის თავზე აიღო და არც შემცდარა.


 

რონალდუს გოლის დროს მცველების ძირითადი ყურადღება კვლავ იგუაინისკენაა მიპყრობილი და ამ დროს პორტუგალიელს მხოლოდ 1 მოთამაშე მეურვეობს. რა თქმა უნდა მომენტი გოლით სრულდება.


 

რონალდუმ თავისი თავი ზუსტად და დროულად გარდაქმნა. ასაკის მატებას მისი შედეგიანობისთვის ხელი არ შეუშლია. კრიშტიანუ თავის შესაძლებლობებს ყოველთვის სწორად აფასებს და ჩვენ ამ ყველაფერს მოედანზე უკვე წლებია ვხედავთ.

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი რონალდუს დანაპირების შესრულებაში?

„ვთვლი, რომ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ვარ. ზოგადად ვიცი, რომ ფეხბურთში მე ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ვითვლები.

ისტორიაში ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მოგება მინდა. ამ რეკორდს სიამოვნებით დავამხობდი და ვფიქრობ ვიმსახურებ კიდეც.

მესი შესანიშნავი პიროვნება და ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ოქროს ბურთი ექვსჯერ, შვიდჯერ ან რვაჯერ რომ დავისაკუთრო, მასზე მაღლა დავდგები“. - ეს კომენტარი კრიშტიანუმ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა.

ოქროს ბურთის ამდენჯერ მოსაგებად რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი 1-2-ჯერ მაინც დასჭირდება, ამისთვის კი „იუვენტუსი“ მას ხელს სათანადოდ ვერ უწყობს.

პორტუგალიელმა დიდი და საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა, როდესაც საათივით აწყობილი „რეალიდან“ წავიდა და ჩემპიონთა ლიგის კომპლექსის მქონე „იუვენტუსს“ შეუერთდა.

პირველივე სეზონში გამოჩნდა, რომ „იუვეს“ კვლავ ის პრობლემები აქვს, რაც აქამდე ჰქონდა.

ამსტერდამის „აიაქსთან“ შეხვედრაში ტურინელთა ნახევარდაცვა სადღაც გაქრა. ფრენკი დე იონგმა და კომპანიამ მასიმილიანო ალეგრის მოედნის ცენტრი უბრალოდ წაართვეს.

სათამაშო სტილის ცვლილებიდან გამომდინარე რონალდუს ზურგს უკან ძლიერი ნახევარდაცვა სჭირდება, რომ მისი მწვავე გადაცემებით მომარაგება შეძლოს.

რასაც „იუვენტუსი“ გასულ სეზონში რონალდუს არ აკლებდა, ეს ფლანგიდან ჩაწოდებები იყო. მოედნის ცენტრში მხოლოდ მირალემ პიანიჩი საკმარისი ვერ არის.

კროოსი-მოდრიჩი-კაზემიროს ტრიოსთან „ბებერი ქალბატონის“ ნახევარდაცვა ახლოსაც ვერ დგას.

მაურისიო სარის გუნდსაც ეს პრობლემა უდგას. აარონ რემზისა და ადრიენ რაბიოს ტრანსფერები ბევრს ვერაფერს შეცვლის.

ასეთი გუნდით რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე დომინირება ძალიან გაუჭირდება. ეს ყველაფერი მის შედეგიანობაზეც აისახა.

თავის პირველ ტურინულ სეზონში პორტუგალიელმა სერია ა-ში 21, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლის გატანა შეძლო.

ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, რონალდუს პოზიციისა და სათამაშო სტილის შეცვლა, საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად დარჩება.

კაცი, რომელიც დროსთან ბრძოლას აგრძელებს და ანგარიში დღემდე მის სასარგებლოდაა - კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოს ავეირუ!

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

ფიორენტინა - 1998/99 1998 წელს ფლორენციის „ფიორენტინას“ თავკაცის პოსტზე ჯოვანი ტრაპატონი დაინიშნა, რომელიც „იების“ 30 წლიანი ლ...

1 - რადამელ ფალკაო VS ამერიკა კალი, 2012 წელი შესაძლოა ფალკაომ „ოლდ ტრაფორზე“ და „სტემფორდ ბრიჯზე“ ასპარეზობისას განსაკუთრებულ...

ფეხბურთი ლამაზი და დიდებული თამაშია, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს, თუმცა წარსულში იყო კატასტროფები, რომლებიც ბუნებრივმა პირობებმა, თუ განზრა...

ჩელსი 2-2 ტოტენჰემი - 02/05/2016 „ჩვენ არ გვინდა, რომ „ტოტენჰემმა“ პრემიერლიგა მოიგოს. ასე სურს გუნდის ქომაგებს, ფეხბურთელებსა და თა...

რონალდო დე ასის მორეირა - იგივე რონალდინიო "გაუჩო". ადამიანი, რომელიც ფეხბურთს ყველაზე ლამაზად თამაშობდა. პორტუ ალეგრელმა მომღიმარმა ბიჭმა ფეხბურთის უ...

ფეხბურთის ისტორია უამრავ დაუვიწყარ მატჩსა და გოლს ინახავს, თუმცა ფეხბურთი მხოლოდ ეს არ არის. ლეგენდარულმა სპორტსმენებმა წარუშლელი კვალი მოედანს მიღმაც...

2011 წელს მადრიდის „ატლეტიკო“ თავიდან დაიბადა - გუნდი სრულად გარდაიქმნა. საშუალოზე მაღალი დონის, გახსნილი ფეხბურთის მოთამაშე და სუსტი დაცვ...

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიფა-ს რეიტინგში მე-13 ადგილოსან დანიას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად არ დამარცხ...

ფილიპ კოკუ „პსვ“-ს ყოფილ დამრიგებელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 79 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თავდაპირველად იგი ჰოლანდიური გრა...

ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი კარგი ადამიანი დააკლდა. საჩხერის „ჩიხურას“ ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად სკოლის 15-წლამდელთა გუნდის მთავარი მწ...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისი გუნდი პარასკევს, 15 ნოემბერს (23:4...

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფის პირველი მატჩი ჩაატარა. პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე გიორგი ჩიტაურის გუნდის პირველი მეტოქე უკრაი...

70 წლის ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი სავარაუდოდ სამწვრთნელო კარიერას აღარ დაუბრუნდება. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ფიფაშ...

„მანჩესტერ სიტის“ პორტუგალიელი შემტევი ბერნარდო სოციალურ ქსელში ხუმრობის გამო დასაჯეს. სილვა twitter-ში თანაგუნდელ ბენჟამინ მენდის ეხუმრა,...

კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ფაუსტინო ასპრილიამ TelePacifico-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში საინტერესო განცხადება გააკეთა და აღ...

ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს და „ლურჯების“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს თავის გუნდში მკაცრი დისციპლი...

ინგლისური და გერმანული პრესა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც შესაძლოა პეპ გვარდიოლა ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუ...

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი დენი მაკელი იქნება, რომელსაც მარიო დიკსი და ჰესელ...

რამდენიმე გავლენიანი ევროპული გამოცემის ინფორმაციით, ყატარელი ინვესტორები საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შესაძენად 560 მილიონ ევროს იხდიან. როგ...

მონაკომ „ოქროს ფეხის“ 2019 წლის გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ხმათა უმრავლესობით, ჯილდო „რეალის“ ვარსკვლავ ...

კატალონიის „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ვილამ დიდი ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. 37 წლის ესპანელ...

კატალონიის „ბარსელონას“ ხორვატმა ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა გუნდში შექმნილი სიტუაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. 31 წლის ფეხბურთელი წუხს იმ...

მადრიდის „რეალი“ სარეკორდო ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. „სამეფო კლუბი“ მეგა-წინადადებას ამზადებს და პსჟ-ს სუპერვარსკვლავის, კ...

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მძიმე მარცხი განიცადა. დანიის ნაკრებმა საქართველო 14:0 გაანადგურა. ლევან ბაჯე...

არგენტინული საფეხბურთო კლუბის, ''ესტუდიანტესის'' სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდა. 2005 წლის შემდეგ კლუბმა საშინაო არენაზე პირველი მატჩი ჩაატარა. ხორხ...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს საფრანგეთთან და სლოვაკეთთან შეხვედრებში ლევან ხარაბაძის გამოყენების შესაძლებლობა არ ექ...

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი, ლიონელ მესი დიდი ხანია საჯარიმო დარტყმებს ფენომენალურად ასრულებს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა &bdquo...

რეკომენდებული სიახლეები
„კიუშუ ბაშოზე“ მე-4 დღის ორთაბრძოლები შედგა. ქართველი რიკიში ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და კუბიჰინერის ილეთით დაა...
13.11.2019
ძალიან სამწუხარო ამბავი... ლევან გორგაძემ „კიუშუ ბაშოს“ მე-4 დღეს ტაკარაფუჯის დამარცხების შემდეგ ნეკნი მოიტეხა და ტურნირს ემშვიდობება. ეს ...
13.11.2019
„კიუშუ ბაშოს“ მეოთხე დღეს ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა...
13.11.2019
ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი კარგი ადამიანი დააკლდა. საჩხერის „ჩიხურას“ ვეტერანი ფეხბურთელი და ამჟამად სკოლის 15-წლამდელთა გუნდის მთავარი მწ...
13.11.2019
10 დღის წინ, UFC 244-ზე ნეიტ დიაზსა და ხორხე მასვიდალს შორის გამართულ ბრძოლას უდიდესი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ქომაგებს იმედები გაუცრუვდათ და ის ვერ იხი...
13.11.2019
ინგლისური და გერმანული პრესა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც შესაძლოა პეპ გვარდიოლა ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუ...
13.11.2019
კოლუმბიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ფაუსტინო ასპრილიამ TelePacifico-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში საინტერესო განცხადება გააკეთა და აღ...
13.11.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
13.11.2019
მადრიდის „რეალი“ სარეკორდო ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. „სამეფო კლუბი“ მეგა-წინადადებას ამზადებს და პსჟ-ს სუპერვარსკვლავის, კ...
13.11.2019
ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს და „ლურჯების“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს თავის გუნდში მკაცრი დისციპლი...
13.11.2019
კატალონიის „ბარსელონას“ ხორვატმა ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა გუნდში შექმნილი სიტუაციის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. 31 წლის ფეხბურთელი წუხს იმ...
13.11.2019
უკანასკნელი სიახლეები