დელ ბოსკე:
Aa
Aa

დელ ბოსკე: "შეტევაში დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ, თუმცა"...

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს ნაკრებთან განცდილ მარცხზე ისაუბრა:

"შეტევაში დიდი ძალებით გადავდიოდით და თითქმის მთელი შეხვედრა მეტოქის ნახევარზე გავატარეთ, თუმცა ცუდი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში თამაშის გამწვავება გვიჭირდა. გვაკლდა მრავალფეროვნება, მის გარეშე კი ასეთ მკაცრ დაცვას ვერაფერს მოუხერხებ". 

"პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მეტოქემ კი ერთადერთი ბოძებული შანსი გამოიყენა. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, გამარჯვება მათ უფრო დაიმსახურეს".

"საერთო ჯამში, მაინც ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, წინ ევროპის ჩემპიონატია და იქ ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება". - აქვეყნებს 65 წლის სპეციალისტის სიტყვებს ესპანური marca.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები