Aa
Aa

მარადონას დაბრუნება, საოცარი დახვედრა და "სამეფო ტახტი"

„ნიუელს ოლდ ბოისმა“ თავის ყოფილ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას საოცარი დახვედრა მოუწყო. როგორც მოგეხსენებათ „ელ დიეგო“ „ხიმნასია ლა პლატას“ წვრთნის და არგენტინის უმაღლესი დივიზიონის მე-11 ტურში მარადონას კოლექტივი სტუმრად სწორედ „ნიუელს ოლდ ბოისს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ნიუელს ოლდ ბოისის“ ქომაგები იმ სასტუმროს წინ შეიკრიბნენ, რომელშიც მარადონა და მისი გუნდი იმყოფებოდნენ. გულშემატკივრები დიეგოს სახელს სკანდირებდნენ. მარადონაქომაგებს აივნიდან მიესალმა და შემდეგ მათ სიმღერაში აყვა და ცეკვაც სცადა.

„ესტადიო მარსელო ბიელსაზე“ მისვლისას, მარადონას სპეციალური სკამი დახვდა, რომელსაც არგენტინულმა პრესამ „სამეფო ტახტი“ უწოდა. დიეგომ მატჩს თვალი სწორედ ამ სკამიდან ადევნა.

შეხვედრის შემდეგ კი, რომელიც მარადონას გუნდმა 4-0 მოიგო, „ფეხბურთის ღმერთმა“ ადგილობრივ გამოცემებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ოცნება „ნიუელს ოლდ ბოისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება გახლავთ.

„დღეს უშეცდომოდ ვითამაშეთ. ჩემს ფეხბურთელებს თავისუფალი ზონები არ დაუტოვებიათ და სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ. ეს შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩავატერეთ“.

„გულგატეხილი ვარ, რადგან ვიცი, რომ აქ აუცილებლად დავბრუნდები. გული მკარნახობს, რომ ნიუელსში დავბრუნდები, რადგან ამ კლუბის გაწვრთნა მსურს. რაც შეეხება ხიმნასიას, როცა გუნდი ჩავიბარე, მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა და ჩვენს დამარცხებას ვერავინ ახერხებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები