2 ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე: ქართველმა რუსი ბრწყინვალე სტილში დაამარცხა!
Aa
Aa

2 ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატზე: ქართველმა რუსი ბრწყინვალე სტილში დაამარცხა!

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს. უნგრეთში ქართველთაგან ორი ოქროს მედალი ტარიელ გაფრინდაშვილმა და მირზა სხულუხიამ მოიპოვეს.

მირზა სხულუხია - მსოფლიო ჩემპიონი

ტარიელ გაფრინდაშვილი - მსოფლიო ჩემპიონი

  

70 კგ. წონით კატეგორიაში მირზა სხულუხიამ ფინალურ დაპირისპირებაში რუს ჩერმან ვალიევს სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, ბრძოლის მიწურულს სხულუხიამ რუსი წმინდად დაამარცხა. მთავარ ფოტოზე სწორედ მირზა სხულუხიას ხედავთ, რომელმაც რუსის ძლევით საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე სხულუხიამ რთულ შეხვედრებში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მან 1/4 ფინალსა და 1/2 ფინალში რთული ბრძოლები გადაიტანა. ორივე შეხვედრაში მარცხდებოდა, თუმცა მეორე პერიოდის ბოლოდან მოყოლებული უპირატესობა მოიპოვა და ფინალში გავიდა.

სხულუხიას მსგავსად ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა ტარიელ გაფრინდაშვილი, 79 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელ აბაკაროვს შანსი არ დაუტოვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გაფრინდაშვილმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა თურქ რამაზან სარის 10:6 მოუგო და ფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვს დაუპირისპირდა.

ცხელი ამბები