გულდაწყვეტილი ქვილითაია, ტორუპის კრიტიკა და დეპუატრის ეგოიზმი
Aa
Aa

გულდაწყვეტილი ქვილითაია, ტორუპის კრიტიკა და დეპუატრის ეგოიზმი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ''გენტში'' სათამაშო დროის გაზრდისთვის იბრძვის. ბელგიის ჩემპიონატის გასულ ტურში სკანდინავიელმა იეს ტორუპმა ქართველი სასტარტოში დააყენა, თუმცა მატჩი უგოლოდ დასრულდა და შესაბამისად ქვილითაიამ მინდორი გოლის გატანის გარეშე დატოვა.

''სენტ-ტრუიდენთან'' გასვლით მატჩში 26 წლის ქართველი ორჯერ გოლის გატანასთან ახლოს იყო. პირველ შემთხვევაში ქვილითაიას ''მაკრატელა'' დარტყმა მასპინძელთა მეკარემ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ლორან დეპუატრიმ ძალიან ეგოისტურად იმოქმედა და ქვილითაიას მისამართით გადაცემა არ შეასრულა. ბელგიელმა გადაწყვიტა გოლი თავად გაეტანა, თუმცა არ გამოუვიდა.

 

''გენტის'' მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა დეპუატრი გააკრიტიკა. დანიელი სპეციალისტის აზრით მას გადაცემა ქვილითაიას მისამართით უნდა გაეკეთებინა:''ასე თამაში არასწორია, მას გადაცემა ქვილითაიას მისამართით უნდა შეესრულებინა, ეს იყო მატჩის გადამწყვეტი მომენტი.''

მიმდინარე სეზონში ქვილითაიამ ბელგიის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა, გოლი არ გაუტანია. მან ბელგიის თასზე 1 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

''გენტი'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს. ქართველმა თავდამსხმელმა ჯგუფური ეტაპის საწყის სამ ტურში სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მოედანზე საერთო ჯამში მხოლოდ 22 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები