I'LL BE BACK - კიბერშეტევა ქართული საფეხბურთო კლუბების საიტებზე
Aa
Aa

I'LL BE BACK - კიბერშეტევა ქართული საფეხბურთო კლუბების საიტებზე

გორის "დილასა" და ბოლნისის "სიონის" ოფიციალურ საიტებზე შესულს, კლუბებზე ინფორმაციის ნაცვლად, სტატიაზე დართული ფოტოს გამოსახულება შეგხვდებოდათ და პრობლემა ამ დრომდე არ გამოსწორებულა. მიზეზი ჰაკერული თავდასხმაა.

კიბერშეტევის შედეგად, ხსენებულ კლუბთა საიტებზე, ერთადერთ გვერდად, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით - "მე დავბრუნდები" განთავსდა.

კიბერშეტევები დღეს მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა, რომელთა მსხვერპლიც ტელეკომპანიების - "იმედისა" და "მაესტროს" საიტები, ასევე თავს დაესხნენ სასამართლოების, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტსაც. ყველა ამ ვებგვერდზე იგივე მოხდა - საიტზე შესვლისას ეკრანზე სააკაშვილის ფოტო გამოდიოდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები